Თავი 13

21 5 2
                                    

ვერასდროს წარმოვიდგენდი ამდენ ადამიანს,მაგრამ ახლა ჩემი თვალით ვხედავ დაახლოებით მილიონ ბოროტ მათგანს.
ყველას შავები აცვია,ცივი საზოზღარი მზერა რომლითაც დარბაზში შესვლისას მიყურებენ არც მაშინ შორდებათ როცა ფეხის ათრევით შემაღლებულ ადგილას ავდივარ სადაც ოუენი მხვდება.
ისევ შავები აცვია,თვალები არ უჩანს ისევე როგორც მე არ მიჩანს მხოლოდ ერთი თვალი რადგან თმა მაქვს ჩამოფარებული.
როგორც ჩანს ჯერ დედოფლად კურთხევაა და შემდეგ ქორწილი რადგან მაგიდაზე რომელიც იქვე დგას ვამჩნევ ზუსტად იდენტურ გვირგვინს და ხანჯალს.
ხანჯლის დანახვაზე ხელები ოდნავ მიკანკალებს მაგრამ ვცდილობ გავჩერდე,რადგან ვიცი რომ ამ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ მოვკლავ.
უკან ვტრიალდები და ვხედავ რომ ყველა თვალი მე მიყურებს. სახეებზე ვაკვირდები:
მათ უმეტესობას იარები ემჩნევა.
მალე დარბაზში  მაგიდის უკან მყოფი ორფრთიანი კარიდან ვიღაც ქალი შემოდის.
მას ნაცრისფერი კაბა აცვია და ამ სიბნელეში ვარსკვლავივით ანათებს.
ის ხელში გვირგვინს იღებს და ოუენს აწოდებს.

-გამარჯობა,საზიზღარო ბოროტებო!-მის ამ შეძახილს კმაყოფილი სტვენა მოყვა-როგორც იცით ჩვენმა ყველაზე სასტიკმა მმართველმა ოუენმა დინასტიის გაძლიერების მიზნით ასევე სასტიკი მმართველის ქალიშვილი ქალბატონი სალინდას-ამაზე ხმა აღარ ამომიღია როგორც ჩანს ქვეყანას ვერასდროს დავარწმუნებ რომ  სალინდა კი არა ოლივია მქვია- ცოლად მოყვანა განიზრახა.
როგორც ვხედავ დარბაზში ახალბედებიც არიან რომელთაც არ იციან აქ რა ხდება მე კი აგიხსნით.
ქალბატონი სალინდა რომ დედოფალი გახდეს მას თვით ოუენმა უნდა დაახუროს გვირგვინი რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოიხსნის ან თუ მოიხსნის მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა ძლიერ შეაწუხებს და არავინ დაინახავს.ამის შემდეგ უკვე დედოფალი ხანჯლით კლავს ადამიანს თუმცა არა ნამდვილ ადამიანს რადგან ეს უნდა იცოდეთ მაგრამ მაინც გეტყვით როცა ღრუბლებიდან ადამიანი მიწაზე ხვდება მას მარადიული სიცოცხლე ენიჭება ხოლო ღრუბლებში მარადიული სიცოცხლის მქონე მხოლოდ ერთია აბა ერთად ვთქვათ!

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now