თავი 22

28 5 1
                                    

ოთახში ავდივარ, და ვცდილობ ცემინება შევწყვიტო.
გარდერობისკენ ვიღებ გეზს და რა კაბაც ხელში მყვება იმას ვიცმევ,რა თქმა უნდა ესეც შავია.

ნეტავ აქ საერთოდ რამე თეთრი არსებობს?
აი ღრუბლებში კი...

მორჩა!ღრუბლებზე ნუღა ფიქრობ-შევუძახე გონებაში ჩემ თავს,ბოლოსდაბოლოს იქ აღარ ვცხოვრობ და რაც არ უნდა ძალიან მინდოდეს იქ მოხვედრის შანსი აღარ მაქვს.

შავ კაბას ნაცრისფერი ბრჭყვიალეები აქვს მხრებზე,თავად კი კოჭებამდე სიგრძისაა.

მალევე ჩავიცვი და ქვევითაც ჩავედი რათა მენახა ისევ იქ იყო თუ არა სისილია,არ ვიცი სად უნდა წასულიყო მაგრამ მართლაც დარბაზში შესულს იქ აღარ დამხვდა.
ბიბლიოთეკაში გავედი,არც იქ იყო შემდეგ სხვა დერეფნები დავათვალიერე რომელთა არსებობის შესახებაც ვიცოდი,მაგრამ ვერსად აღმოვაჩინე,თითქოს უკვალოდ გაქრა.
მალევე მარცხნივ შევუხვიე...
იქ კი ახალი დერეფანი შემხვდა.

იქნებ სისილია აქ არის?-გავიფიქრე და ამიტომ ბნელ დერეფანში გზას გავყევი და თან ხელს კედელზე ვადებში რომ არ წავქცეულიყავი.

რატომაა აქ ასეთი სიბნელე?-ჩუმად ვთქვი

-იმიტომ რომ ბატონს არ უყვარს სინათლე-მიპასუხა ვიღაცამ,თუმცა დიდი დრო არ დამჭირვებია მივმხვდარიყავი ვინ იყო.

უკან მოვტრიალდი და მართალი აღმოვჩნდი იქ სისილია იდგა.

-აქ რა გინდა?-მკაცრი ხმით მკითხა

-შენ გეძებდი-ვუპასუხე დარცხვენილმა-და ბატონი ოუენია არა?აქ ოუენი ცხოვრობს?

-მე ჩემ ოთახში ვიყავი და მაკიჟი გავისწორე-მიჭირდა სიბნელეში გარჩევა მაგრამ მაინც მივხვდი რომ მატყუებდა და სახეზე არავითარი მაკიჟი არ ესვა-და კი აქ ოუენი ცხოვრობს,ასევე რომ იცოდე მას არ უყვარს რომ აწუხებენ.

მიტრიალდა და დერეფანს გაუყვა,მეც უკან დავედევნე

-და შენ ძმას ბატონს რატომ ეძახი?-ვკითხე გაოცებულმა

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now