თავი 25

19 4 3
                                    

ეს რა არის?ყველგან კარავია...
ტყისგან განსხვავებით ამ ადგილს მზე ანათებს და შავი ფერი საერთოდ არ არის.
ბალახი თეთრია და მგონია რომ ისევ ღრუბლების სამეფოში ვარ,ოუენს გაკვირვებულმა შევხედე,ის კი უბრალოდ წინ წავიდა და გავიგონე როგორ დაიხურა უხილავი კარი ჩემ უკან .

მას გავყევი და მალევე დავინახე როგორ გამოდიოდა ხალხი კარვიდან და ოუენს გულთბილად უღიმოდა.
ისინი მეც მიყურებდნენ და მესალმებოდნენ.

ყველაფერი ისე იყო როგორც ღრუბლების სამეფოში,თეთრი მიწა,მხურვალე მზე,თუმცა სახლების მაგივრად კარვები იყო.
ოუენი ჯერ კიდევ წინ მიიწევდა ,ყველაფერი ერთფეროვანი იყო...
კარვები...
ხეები...
მზე...
სანამ ერთ სახლთან არ გაჩერდა.
ეს სახლი ერთადერთი იყო ამ უცნაურ ადგილას.
კიბეებზე ავიდა და დააკაკუნა.
მალევე კარი ულამაზესმა ბიჭმა გააღო.
მას იასამნისფერი თვალები და ქათქათა თეთრი თმა ქონდა.
ფართოდ იღიმებოდა და მივხვდი როგორი დაკუნთული სხეული ჰქონდა.

~იდრავი~

პირდაპირ მე მიყურებდა და შემდეგ კითხვით შეხედა ოუენს ,მაგრამ მან არ უპასუხა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

პირდაპირ მე მიყურებდა და შემდეგ კითხვით შეხედა ოუენს ,მაგრამ მან არ უპასუხა.
ამიტომ ბიჭმა  სახლში შეგვიმძღვარა.
სახლი პატრონს გავდა ,თეთრი კარებები ,იისფერი ჭერი ,შპალერზე სხვადასხვა ცხოველების გამოსახულებები იყო. მეორე კედელზე კი ზუსტად ის ადამიანები ვინც ოუენის ოთახის კედლებზე.
მათ შორის სისილიაც დავინახე,ცოტა ხანი შევჩერდი მაგრამ მეტი ნაცნობი სახე არ იყო.
მისაღებში შევედი ,მაგიდაზე უკვე მომზადებული საჭმელი იდო.ბუხართან ორი მდივანი იყო და იქ უკვე ისხდნენ ოუენი და მასპინძელი.

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now