Თავი 12

16 5 0
                                    

მაშინ მეღვიძება როცა მზის სხივები სახეში მანათებს.
საერთოდ როგორ შეუძლია მზეს ასე არხეინად იყოს როცა ესეთი საშინელი დღე გათენდა?
საერთოდ რატომ ანათებს?

მაღიზიანებს.!

ისევ კარებს ვარ მიყუდებული ისე როგორც გუშინ დამეძინა.

როცა ამ ოთახში შემომიყვანეს ყურადღება არ მიმიქცევია მისი ინტერიერისთვის ან უნდა მიმექცია საერთოდ?

ერთი კითხვა მაქვს

აქ ყველაფერი შავი რატომ არის!!??

შავი საწოლი მარჯვენა კუთხესთან შავი ფარდებით.
შავი კედლები.შავი კარები.
შავი ფანჯრის რაფა თავისივე
მაქმანიანი ფარდებით რომელიც რა თქმა უნდა შავია.

მარცხნივ ორი კარია რომლიდანაც ერთი საპირფარეშოში შედის ხოლო მეორე გარდერობში მათ შორის კი ტუალეტის მაგიდა დგას უამრავი მაკიაჟის ნივთებით.

ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ.
ალბათ გემახსოვრებათ ფარდები როგორ არ მიყვარს.

ხელი მოვკიდე და ჩამოვხიე.
ჩემ ფეხებთან ეცემა,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და გარეთ ვიხედები.

როგორც ჩანს ეს ოთახი სასახლის უკანა მხარეს მდებარეობს რადგან არსად ჩანს ქალაქი მხოლოდ ხეები და ეს საზიზღარი მზე .

ოთახის კარები იღება და ის ქალი შემოდის რომელმაც გუშინ აქ ძალით მომიყვანა მისკენ ვტრიალდები
საერთოდ რა მინდოდა აქ რომ მოვდიოდი?
რატომ დამაინტერესა ამ სასახლემ? ან ქარმა აქ რატომ მომიყვანა?

-როგორც ვხედავ გღვიძავთ,ქალბატონო სალინდა-თავი დამიხარა და კარი მიხურა

-სალინდა არ ვარ
ოლივია მქვია!-ვეუბნები მგონი უკვე მეასედ
ამ ქალს რატომ ვერ შევაგნებინე რომ ოლივია მქვია?!

ისე მიყურებს უეჭველია გონია რომ ტვინის შერყევა მაქვს.

-კარგით,ქალბატონო...მმმ...
ოლივია-ზურგს ვაქცევ და ფანჯრიდან ხეებს ვუყურებ-იცით ძალიან უცნაურია რომ თქვენ აქ ეტლით არ მოსულხართ.ასევე უცნაურია ის ფაქტიც რომ...-ხმა უწყდება როცა მისკენ ვტრიალდები,ამ დროს მას თავი აწეული აქვს და ჩემს თვალებს ხედავს-ღმერთო,მამათქვენს არ მოუწერია რომ დაავადება გჭირთ! ამან შეიძლება ხალხის გაღიზიანება გამოიწვიოს!ეხლა რა ვქნათ!-ბოლთის ცემას მოყვა

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now