თავი 16

26 5 4
                                    

უკანა გზაზე ები შემხვდა და ის დამეხმარა ოთახში დავბრუნებულიყავი.დღეები გადიოდა და მე ისევ ოთახში ვიჯექი,ველოდებოდი როდის მეტყოდა ოუენი რომ ზღვაზე მივდიოდი.
ამჯერად ოთახის ფანჯრის რაფაზე გადავინაცვლე და მკლავებში ფეხებმოქცეული გარეთ ვიყურებოდი,ჯერ მხოლოდ ვოცნებობდი ზღვის ნახვაზე.
სრულიად შესაძლებელი იყო ოუენს მოვეტყუებინე ბოლოსდაბოლოს ის ბოროტია.
ახლა არც ბიბლიოთეკაში დავდიოდი და უფრო გავხდი.
თვალები მიხუჭული მქონდა,ვერ ვფხიზლდებოდი თითქოს ძალიან ბევრი დამელიოს.
მომწონდა ხეების ყურება,განსაკუთრებით მთვარის და ზღვის ყურება მსიამოვნებდა რომლებიც ჩემგან მიუწვდომელი იყვნენ.
არ ვცდილობდი ფანჯრის გაღებას,რომც მეცადა ის ხომ დალუქულია და ჩემი სუსტი ძალით ვერც გავაღებდი,ამას მაშინვე მივეჩვიე როცა ქორწილის შემდეგ დალუქული დამხვდა.
ხანდახან ღრუბლებსაც ვუყურებდი,მათი დანახვისას მაშინვე ბედნიერი ცხოვრება მახსენდებოდა,მე მიყვარდა ღრუბლები და ახლაც მიყვარს,ის ყოველთვის ჩემი სახლი იქნება.
აქ ბევრი რამ იყო განსხვავებული,მაგალითად ნივთები და უცნაური არსებების ხმები რომლებიც ხეთა სიღრმიდან ჩემ ფანჯრამდე აღწევდა.
ამ ხმების გაგონებისას შიშისგან ვხტებოდი და რომ არ მომესმინა ყურებზე ხელებს ვიფარებდი.მათი მოსმენა მეორეჯერ აღარ მინდოდა რადგან,ისინი არასდროს გამეგონა და ამის გამო მზარავდნენ.
კარებზე კაკუნი გავიგონე,მაგრამ არ შემიტრიალებია თავი უბრალოდ ფანჯრიდან ვიყურებოდი.
ამჯერად კარის გაღების ხმაც გავიგე,ოთახში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი გაისმა.
მივხვდი სისილია იყო
-როგორ ხარ?-მკითხა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და არც მისკენ შემიხედავს-როგორც ჩანს არც ისე კარგად.საჭმელი მოგიტანე.
გავიგონე მაგიდაზე ლანგრის დადების ხმა.
ჩემკენ წამოვიდა და ფანჯრის რაფის დარჩენილ ადგილას დაჯდა,რაფა დიდი იყო და ორივე დავეტიეთ.ჩვენ შორის პატარა ადგილიც დარჩა.
-რა გჭირს?-დაეჭვებული ხმით მეკითხება და მეც თავს მისკენ  ვატრიალებ მილულული თვალებით.
-ველოდები ოუენი როდის მომაკითხავს-პირველად ამოვიღე ხმა ამ ხნის განმავლობაში და გაოცებული ვარ მისი ამ დონეზე შეცვლითა და დასუსტებით.
-და მან რატომ უნდა მოგაკითხოს?-ხმა უსერიოზულდება
-იმიტომ,რომ დამპირდა ზღვაზე წაგიყვანო-ისევ ფანჯარაში ვიყურები.
-გასაგებია-დაეჭვებუოი ხმა არ შეცვლია-იქნებ ჭამო?გემრიელი საჭმელია და თანაც ხალხი უკვე ეჭვობს რომ დაავადება გაქვს და ამიტომ არ გადიხარ გარეთ,ასევე მათი თქმით გადაყენებას გიპირებენ.
-ძალიან კარგი-ჩუმად ვთქვი.
სისი წამოდგა და ლანგარი მოიტანა შემდეგ ისევ რაფაზე დაჯდა და ვაშლი გამომიწოდა.
მეც ავიღე დასუსტებული ხელით,მაგრამ გამივარდა და ოთახში გაგორდა.
სისილიამ ამჯერად სხვა მომცა ოღონდ ვაშლი არა,ამჯერად განსხვავებული ხილი ,ეს აქამდე არ გამესინჯა ამიტომ შევეცადე არ გამვარდნოდა და ორივე ხელით მაგრამ დავიჭირე.
ის ძალიან გემრიელი იყო,თვალები გამიფართოვდა
-ამას რა ქვია?-ვკითხე გამოვსებუკი პირით,მან გაიცინა და მითხრა:
-ატამი-თვითონაც აიღო და შეჭამა.
-შენ მართლა ბოროტი ხარ?-ვკითხე რადგან გამიკვირდა მისი მხრიდან ასეთი საქციელი განა ბოროტი იზრუნებს საჭმელი მოგიტანოს და ასე  მეგობრული იქნება?
მგონი არა
-ამას მაშინ გეტყვი როცა ჩემთვის სანდო იქნები -თქვა და ადგა რომ წასულიყო შემდეგ ფეხსაცმელები ჩაიცვა-ჭამე-მიაყოლა სანამ გარეთ გავიდოდა.
როცა გავიდა სიცარიელე ვიგრძენი,რაღაცნაირად ეს გოგო მომწონდა და ვფიქრობდი რომ კარგ მეგობრობას გამიწევდა.

როცა სანდო იქნები.

ფიქრობს რომ ბოროტი ვარ,მაგრამ რაღაცნაირად არც ვამტყუნებ მას ხომ ისევ ბოროტი მმართველის შვილი
ვგონივარ.
ფანჯრის რაფაზე დამეძინა ისე რომ არაფერი მიჭამია ერთი რამის გარდა რომელიც მართლა ძალიან მომეწონა.
მეორე დილით სისილიას ველოდებოდი მაგრამ არ მოვიდა.
ეხლა დავფიქრდი და იქნებ ოუენმა გადაიფიქრა მისი არდაქორწინება?
იქნებ უკვე დედოფალია?
შესაძლოა.
ავდექი და პთახში ფანქრისა და ფურცლის ძებნა დავიწყე რომ რამე დამეხატა და დრო ასე გამეყვანა.
ბოლოს ტუალეტის მაგიდის ბოლო უჯრაში ვიპოვე.
დაუძლურებული თითებით ავიღე და ისევ რაფაზე დავბრუნდი.
გადავწყვიტე ხე დამეხატა ის ხე რომელიც პირველად მიწაზე ჩამოსვლისას ვნახე.
ხე საკმაოდ შევამცირე რადგან ფურცელი პატარა იყო.
როდესაც დავასრულე და ფანქარი გადავდევი რაღაც ხმა გავიგე.
ხმა გარდერობიდან მოდიოდა .
თავიდან ვაყურადებდი მაგრამ მალევე შეწყდა.
ძალიან შემეშინდა და პირველი რაც ვიფიქრე ეს იყო

იქნებ ის არსებები არიან ღამით რომ ისმის მათი ხმა ტყიდან?

ამ ფიქრის გამო ცოტა ხნით შევყოვნდი მაგრამ ბოლოს ძელები მოვიკრიბე და ოთახი ფეხაკრეფით გავიარე გარდერობთან მისასვლელად.
ვხვდებოდი რომ თუ ის არსება იქნებოდა უეჭველია ვერ მოვერეოდი ჩემი დასუსტებული სხულით.

კარები შევაღე და ოთახში მიმოვიხედე.
იქ არაფერი იყო მაგრამ მაინც გადავწყვიტე სანთელი ამეღო და სიღრმეშიც მენახა.
ტუმბოდან ფრთხილად ავიღე და გარდერობში შევაბიჯე.
სრული სიჩუმე შემომეგება ის ხმა რაც წეხან გავიგონე არსად იყო.
მაგრამ...
როცა ბოლოსკენ მივედი უკვე უკან დაბრუნებას  ვაპირებდი როცა რაღაცას ფეხი წავკარი და დავეცი.
მას სანთელი მივანათე და ხე დავინახე!
ზუსტად ისეთი ხე როგორიც დავხატე მას უბრალოდ ხაზები ქონდა მხოლოდ ფორმით გავდა პირველად ნახულ ხეს.
უფერო იყო და გამჭვირვალე.
ის ჩემი ნახატიდან გაცოცხლდა.

_________________
654 სიტყვა

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now