თვი 24

34 7 2
                                    

აქამდე არასდროს ვყოფილვარ ამ ოთახში,წესით ახლაც არ უნდა ვიყო,მაგრამ როგორც ჩანს აქ ვარ,ნამდვილად არ მეგონა თუ ოუენის ოთახი სასახლის ბოლოში იქნებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ არა შავ არამედ თეთრ ფერებში იყო.
ძალიან გაკვირვებული ვიყავი და ოთახს თვალი მოვავლე,უსაშველოდ დიდი ჭერი ჰქონდა ,ისეთი რომ თვალსაც ვერ ვაწვდენდი,მაგრამ ვხედავდი როგორ ამოტვიფრულიყო ადამიანების გამოსახულებები ,მათ შორის სისილიას გამოსახულებაც შევნიშნე,ოთახი ძალიან დიდი იყო და ნივთები მთლიანად არ ავსებდა ,ალბათ ოუენს უბრალოდ არ უნდოდა გაევსო ან აქ დროს არ ატარებდა,მოკლედ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ოუენი შემოტრიალდა და მივხვდი რომ გამჭოლად შემომხედა,თავი დავხარე თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი და უფროსმა დასაჯა,არადა რისთვის?მე ხომ არაფერი ჩამიდენია.მივხვდი რომ ლოყები ამიწითლდა

-სისილიამ რაც თქვა სიმართლეა?-მე არაფერი მითქვამს ,ისევ დარცხვენილი ვიდექი კარებთან.-გეკითხები რაც თქვა სიმართლეა?ვიღაცამ შენი მოკვლა სცადა?-ხმას აუწია და ეხლა კი ავხედე ,ძალიან გაცხარებული იყო.

-არა...-ჩუმად ამოვილუღლუღე

-აბა რა მოხდა?-ისევ ხმამაღლა იკითხა

-მე...მე.მე-ენა დამება-ჩემი დედინაცვალი და ჩემი საუკეთესო მეგობარი ვნახე-მაგრამ ეკუთვნის კი ეს ტიტული ,მან ხომ მიღალატა

-მერე?მათ სცადეს შენი მოკვლა?

-არა-მეთქი! -ხმას მეც ავუწიე,-არავის უცდია ჩემი მოკვლა!და საერთოდ შენ რაში გაინტერესებს მომკლავენ თუ არა?შენ ეს არაფრით დაგაზარალებს ,ბოლოსდაბოლოს მე კეთილთა სამეფოდან ვარ !არ ვარ ის ვინც გგონია!

-მერე რა?-ახლა ფრთხილად იკითხა-სწორედ ამიტომ მინდა შენი ცოცხლად ყოფნა ,რადგან კეთილი ხარ ,ძალა გაქვს და ეს ძალა მოსალოდნელ ომში ძალიან დაგვეხმარება-რა სულელი ვარ ,მე კიდევ სხვა რამ ვიფიქრე ,მეგონა იტყოდა რომ უნდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი ,უბრალოდ უნდოადა და აღმოჩნდა რომ მხოლოდ ძალისთვის ვჭირდები

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now