თავი 11

16 4 0
                                    

-ჰეი გამიშვი! რას აკეთებ?! ეხლავე ხელი გამიშვი მე არ ვარ ვიღაც სალინდა ოლივია მქვია!-ვყვირივარ რაც ხმა მაქვს-ააააა მტკივა,გამიშვი!ასე ნუ მიჭერ ხელს! საერთოდ ვინ ხარ!?

-მე ოუენის სასახლის მსახური ვარ რომელსაც ევალება ქალბატონი სალინდა დააბინავოს შემდეგ კი ქორწილისთვის მოამზადოს

-რა?რა ქორწილი!?

-ეგ გეცოდინებათ,ბოლოსდაბოლოს თქვენ ქორწინდებით!

-მე არც არაფერი ვიცი და კიდევ მე ქორწილი 6 დღეში მაქვს ,კრისტოფზე ვქორწინდები!(არც კი ვიცი იმის იმედი უნდა მქონდეს თუ არა რომ კრისტოფი აქ მოვა და ღრუბლების სამეფოში დამაბრუნებს შემდეგ კი ჩემზე დაქორწინდება,მაგრამ მეეჭვება)

-არა ქალბატონო,თქვენ ოუენზე ქორწინდებით ხვალ!
-ხმაში ბრაზი დაეტყო და თითები უფრო მაგრამ მომიჭირა შემდეგ ჭიშკრის კარები გააღო და ისე შემოვიდა რომ ჯერ მარჯვენა ხელი რომლითაც მე ვეჭირე წინ წავიდა ამიტომ მეც პირველი შევედი ჭიშაკრში.მერე ისიც შემოვიდა და ჭიშკრის კარები(მარცხენა ხელით) გასაᲦებით ჩაკეტა

როგორც ჩანს ცაციაა

გავიფიქრე,მაგრამ ამაზე რა  მეფიქრებოდა როცა სულ სხვა რაღაცაზე უნდა მეფიქრა.

მაგალითად ვინ არის ოუენი?
საერთოდ ვინ არის სალინდა?(მაგრამ ამას რა მიხვედრა სჭირდება უეჭველია ისინი ქორწინდებიან მე კი შემთხვევით სალინდაში ავერიე ვიღაცას)
შესაძლოა მასაც ჩემსავით თეთრი თმა აქვს,მაგრამ შანსი არაა ზუსტად ჩემნაირი თვალები ქონდეს.
მაშინ როგორ ავერიე?

ქალი ტრიალდება და სასახლის ეზოსკენ მივყავარ
ეზოების გვერდით ეკლები მაღალ ბარიერსაა შემოხვეული.
ყველგან სიბნელეა რომ არა მთვარის შუქი ვერაფერს დავინახავდი,არადა მთლიანად ვერც ანათებს არემარეს და ჩრდილები მაინც ჩანს ეკლებისა ქვემოთ რომლებიც ჩურჩულებენ,მაგრამ დრო არ მაქვს რომ გავიგო რას რადგან მსახურს ძალიან სწრაფად მივყავარ ორფრთიანი კარისკენ რომელიც ისევე როგორც სასახლე თვითონაც შავია.
აქ ყველაფერი ბოროტების დადასტურებაა და ამიტომ შიშისგან მაკანკალებს,უკან ვიხედები,ალბათ იმიტომ რომ ეს სახლი მთაზე დგას აქედან ყველაფერი კარგად ჩანს,მთლიანი ქალაქი.
მზერა იმ ადგილისკენ გარბის სადაც გუშინ ვიყავი და გამახსენდა!

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now