თავი 8

18 3 0
                                    

და მაშინ ზედმეტად შევშინდი.
არასდროს მინახავს მამაჩემი ესეთი გაცეცხლებული.ეს თითქმის შეუძლებელიც კია რადგან კეთილები ასე არ იქცევიან,მაგრამ ვხვდები რომ ის იმდენადაა გაბრაზებული ეს საერთოდ არც აღელვებს და კიდევ
მამაჩემმა რომ ცუდი რამ ჩაიდინოს განა ხალხი შეძლებს ხმა ამოიღოს მისი ძლევამოსილების წინაშე?
განა შეძლებს წინ აღუდგეს?

მეეჭვება...

მისი ხმა ამ მომენტში იმდენად შემაძრწუნებელია რომ ვერაფერს ვახერხებ გარდა იმის რომ ვიდგე სულელივით ერთ ადგილას გაჩერებული და მამაჩემს ვუყურო.
მაგრამ....
აბა სხვა რა უნდა გავაკეთო
რას ელოდებიან ჩემგან?

დარბაზში ვეღარ ვგრძნობ ხალხის არსებობას,უცებ რანთაც მავიწყდება რომელზეც წესით სწორედ ახლა უნდა ვფიქრობდე თუ სად წავიდა.

არაფერი შემიძლია გარდა ვუყურო მამაჩემს.
ისიც არ შემიძლია გავიხედო და მზერა ავარიდო

და მხოლოდ ახლა.
ამ წამს ვხვდები

როგორი სუსტი ვარ.

-აქ მოდი!-იჭექა მისმა ხმამ და მე მოვახერხე მზერის აცილება,რადგან ახლოს წითური თმა შევნიშნე.ეს რანთა იყო,მაგრამ მალევე გაქრა.

ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და მძიმე ნაბიჯებით დავიწყე იმ შემაღლებულ ადგილას ასვლა სადაც ახლა მამაჩემი,ჩემი დედინაცვალი(რომელიც ვერც კი შევამჩნიე როდის მოვიდა)
მსახური წიგნით ხელში და ის საზიზღარი ბიჭი იყო.

ნელა კუს ნაბიჯებით მივუახლოვდი მამაჩემს.

და უნდა ვთქვა რომ ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა იმისა რაც რეალურად მოხდა.

მამაჩემი ჩემთან მოვიდა და სილა გამაწნა.
კანი ამეწვა და საშინლად მეტკინა,ხელი ავიფარე რომ როგორმე ტკივილი ჩამეცხრო,მაგრამ არაფერიც არ მომხდარა.
სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა.

არ ვიცი როგორ,მაგრამ შევამჩნიე რომ ჩემი დედინაცვალი სადღაც გამქრალიყო და ასევე შევამცნიე რომ იგი რანთას მიუახლოვდა.

꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂Where stories live. Discover now