1

324 23 6
                                    


როგორც ცუდი სიზმრიდან გამოფხიზლებული ადამიანი აცეცებს თვალებს აქეთ-იქით და თან ცდილობს გაერკვეს უკვე დაბრუნდა რეალობაში თუ ჯერ არა,ზუსტად ასე დამემართა მაღვიძარის მჭახე ხმის გაგონებისას.ამ ხმას გადავეჩვიე.
აზრზე მოსვლისთანავე გამახსენდა რომ 15 სექტემბერი გათენდა,სკოლის დაწყების დღე,დამამთავრებელი კლასი.ბოლო 15 სექტემბერი ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რუტინით.

ადგომა მეზარებოდა,ზაფხულმა დილის ძილი შემაყვარა.მაგრამ მამა მალე გადიოდა სამსახურში ამიტომ სწრაფად გავემზადე და მას გავყევი.
სახლიდან გასვლისას შევნიშნე რომ მოღრუბლული დღე იყო.
შემდეგ კი,საცობში გზას იმდენ ხანს ვიკვლევდით,წვიმაც წამოგვეწია.

-ჩემი თეთრი ფეხსაცმელი-ვთქვი დაღვრემილმა როცა სკოლის შესასვლელთან შევჩერდით.

-ეზოშიც მანქანით ხომ არ შეგაცილო?-გამეხუმრა მამა.

დავემშვიდობე და გადმოვედი.ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა,ფეხი ტალახიან გუბეში ჩავდგი.ხელი ზურგისკენ წავიღე რათა ჩანთიდან ხელსახოცი ამომეღო,მაგრამ გამახსენდა,ჩანთა არ მაქვს.პირველ დღეს ჩანთა არასდროს წამიღია თან.

,,ჯიბეში სალფეტკი როგორ არ ჩავიდე?"

ვბუტბუტებდი ჩემთვის და მაღაზიისკენ მივდიოდი,ზუსტად ამ დროს კი ზარის დარეკვის ხმა მომესმა.ვიფიქრე,ბინძური ფეხსაცმლით შესვლას დაგვიანება მირჩევნია მეთქი და გზა განვაგრძე.
წვიმა არ ჩერდებოდა.
არც სუსტად ჟინჟლავდა და არც ძლიერი თავსხმა იყო,მგონი ზუსტად ასეთი ნალექი შეესაბამება შემოდგომის პირველ თვეს.ცხელი ზაფხულის შემდეგ რომ ცოტა ხნით ამოგვასუნთქებს ხოლმე და გვგონია საბოლოოდ აგრილდა,მაგრამ მერე ისევ მზიანი დღეები იწყება.

უკან დაბრუნებულმა შორიდანვე შევნიშნე,სკოლის ეზო მთლიანად დაცლილიყო.მხოლოდ აქა-იქ თუ დაინახავდით ქოლგიან ახალგაზრდა ქალბატონებს.რაღაც მკარნახობდა რომ ყველა მათგანი დაწყებითი კლასის ბავშვების მშობლები იყვნენ,შვილები ახლახანს მიაბარეს მასწავლებლებს და ღელვით მოუყვებოდნენ გზას გამოსასვლელისკენ.
ეზოში შევედი.

საბედისწერო ღამე 🔞Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum