6

83 13 0
                                    


რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად თუ რა ჩავიდინე.საბოოლოდ აზრზე მოვედი მაშინ,როდესაც თედემ ხელებზე თავისი ხელები დამადო და თითქოს თავის დახსნას ეცადა ჩემგან.

-რას აკეთებ?-მკითხა აკანკალებული ხმით.მის ნებას დავმორჩილდი და ხელები ჩამოვუშვი.გული ისე გამალებით მიცემდა მეგონა მკერდს გამოანგრევდა თუ არ დავმშვიდდებოდი.ვეცადე მომხდარზე მეფიქრა.

„თედეს ვაკოცე!როგორ?ეს რატომ გავაკეთე?ან როგორ გავბედე?"

უცნაურია.

რამდენადაც მახსოვს ეს არ დამიგეგმავს,მაგრამ როცა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეეხო,ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ათასჯერ მაინც მიფიქრია ამ მომენტზე გონებაში.

„მისი ტუჩები სწორედ ისეთი რბილია როგორიც წარმომედგინა"

„ნეტავ,როდის წარმოვიდგინე?"

-თავადაც არ ვიცი-გაისმა ზედმეტად მკაფიოდ ჩემი სიტყვები ღამის წყვდიადში.მეგონა არც ისე სასიამოვნოდ აღიქვამდა იმ ფაქტს რომ დარწმუნებული არ ვიყავი საკუთარ ქმედებაში.მაგრამ თედემ გამიგო.ჩემთვის მცირედი კომფორტის შექმნასაც კი ეცადა როდესაც თავით მომეყრდნო თავზე.ცოტა ხნით ჩემი შუბლი მისას შეეწება.

-ლუკა-დამიძახა რამდენიმე წუთის შემდეგ-კიდევ მაკოცე.

ერთიანად სიმხურვალემ დამიარა სხეულში.იმაზე ფიქრი მაბრუებდა რომ ამჯერად მისი ნებართვით შემეძლო შევხებოდი.

ნელა მივიტანე ჩემი ტუჩები მის პირთან.ნაზად დავუწყე კოცნა.მისი ქვედა ტუჩი მოვიქციე ბაგეებს შორის,ბროწეულის ტკბილ-მჟავე არომატი ჯერ კიდევ ზედ შერჩენოდა.სულ მალე ვიგრძენი რომ თავადაც მკოცნიდა.კბილები ერთმანეთს დააშორა და მისი ენა ჩემს პირის ღრუში ნელ-ნელა შემოსრიალდა,ჩემს ენის წვერს შეეხო.

რა თქმა უნდა გამოუცდელი არ ვიყავი,მაგრამ მაინც ისეთი საოცარი შეგრძნებები მეუფლებოდა თითქოს მსგავსი რამ არასდროს გამეკეთებინოს.ალბათ იმიტომ რომ პირველად ვაკეთებდი ამას ბიჭთან.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now