23

74 11 2
                                    


ჩვენი პირველი შეხვედრა მახსოვს,მთელი თავისი სიცხადით.
ის,თუ როგორ იწმენდდა ფეხსაცმელს და როგორ შეიშმუშნა ჩემი მზერა როცა იგრძნო.

მარტივად მივუხვდი რომ მოვწონდი,მგონი ჯერ კიდევ მაშინ სანამ თავად მიხვდებოდა ამას.მის თვალებში იკითხებოდა ყველაფერი.

ჩვენ რომ ჰეტეროების სამყაროში არ ვცხოვრობდეთ და „წესები" ყველასთვის თანაბრად მუშაობდეს,პირდაპირ მივიდოდი მასთან და ვეტყოდი რომ ვიცოდი რასაც გრძნობდა ჩემს მიმართ.

„მაგრამ გოგო უნდა ვყოფილიყავი ამის გაკეთება რომ შემძლებოდა."

სანამ ჩემს მიმართ ეჭვიანობა არ გამოხატა და თავად არ აიღო პირველი კოცნის ინიციატივა ექსკურსიის ღამეს,იქამდე მე არაფრის გაკეთების უფლება მქონდა,რადგან თუ შევცდებოდი მის დამოკიდებულებაში, დიდი ალბათობით ეს საშინელ უხერხულობას გამოიწვევდა.

თანდათან ვაცნობიერებდი რაოდენ ძვირფასი ხდებოდა ჩემთვის.მცირე დეტალები მანიჭებდა ბედნიერებას,ის,თუ როგორ ზრუნავდა ჩემზე,როგორ მიყურებდა შეფარვით გაკვეთილების მსვლელობის დროს.

სასაცილოა რომ ეს ყველაფერი ერთ კვირაში მოხდა,რადგან მეტი დრო არც გვქონია შემდგომ მომხდარი ტრაგედიის გამო.

იმაზე ფიქრი რომ მას ცხოვრების უმძიმესი ეტაპი ედგა მე კი არ შემეძლო გამემხნევებინა და გვერდით ვყოლოდი,გულს საშინლად მტკენდა.

ჩემი დაბადების დღის შემდეგ სიყვარული რომ ამიხსნა,პირველი რაც გავიფიქრე,ნეტავ ხმამაღლა გაცინება შემეძლოს მეთქი,მის გრძნობებს არ დავცინოდი,უბრალოდ,დარწმუნებული ვიყავი რომ შემთხვევით წამოსცდა და როგორც კი წარმოვიდგინე როგორ სახეს მიიღებდა ამის გააზრებისას და პანიკაში ჩავარდებოდა თავი ძლივს შევიკავე.

ერთი სასაცილო თვისება ჰქონდა,როდესაც რამეზე ფიქრობდა პირში ჰაერის დიდ ნაკადს იგუბებდა და ცალ ლოყას ბუშტავდა.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now