8

65 12 0
                                    


იმ ადგილას მივედით სადაც შეშინებული კლასელები,მშობლები და უამრავი სხვა სამძებრო სამუშაოებში ჩართული ადამიანი იმყოფებოდა.მიუხედავად იმისა,რომ ექსკურსიის ბოლო გაჩერების ადგილიდან მოშორებით დავიკარგეთ მათთვის ძებნის საწყისი წერტილი მაინც ეს მიდამოები იყო.
დედამ და მამამ მომაკითხეს მაგრამ პირდაპირ თბილისში წასვლა არცერთს უფიქრია,რადგან იქ მათი მეგობრები იცდიდნენ საკუთარი შვილების მოლოდინში.

მე რომ გამოვჩნდი და თან ისიც იცოდნენ რომ თედე უსაფრთხოდ იმყოფებოდა(მამამისმა უკანმოუხედავად გააქცია ნაკრძალის ტერიტორიიდან და არავის უნახავს),იქაურობას თითქოს სიხარულის ტალღამ გადაურბინა.გახარებულები ერთმანეთს ეხვეოდნენ,მათვალიერებდნენ,მგონი არ სჯეროდათ რომ ნამდვილად იქ ვიყავი.მაგრამ შემდეგ უცბად ყიჟინა მიწყდა.ვიცოდი ეს რისი ნიშანიც იყო.
გაახსენდათ რომ ოთხნი ვიყავით და უკან მხოლოდ ორი დაბრუნდა.ყველამ ერთიანად მე შემომხედა.უხერხულად შევიშმუშნე.
მათი სახის გამომეტყველებებს რიგ-რიგობით მოვავლე თვალი.
ბავშვები დაღლილები ჩანდნენ,სახალისო ექსკურსია მათთვის ერთ დიდ პრობლემად გადაიქცა.მთელი ღამის ავტობუსში გატარება მოუწიათ.
თბილისში წასასვლელად რომ ვემზადებოდით და ალაგება დავიწყეთ,საჭმლის ნარჩენები ნაგავში გადაუყრიათ.ამიტომ ყველა სიკეთესთან ერთად მშივრებიც იყვნენ.
მოგვიანებით გავიგე რა ხდებოდა მაშინ სანამ მე და თედე გზააბნეულნი დავეხეტებოდით სადღაც ვაშლოვანის ეროვნულ პარკში.

თურმე,როდესაც უკვე ყველა ავტობუსთან იყო შეკრებილი და ჩვენთვის ლოდინის ნახევარი საათი გავიდა.დამრიგებელს ნერვიულობა დაეტყო.ორმა კლასელმა ბიჭმა სურვილი გამოთქვეს,სანამ ჯერ კიდევ არ დაბნელებულა ბოლომდე ახლო-მახლო მოვძებნითო.უკან მალევე დაბრუნდნენ რადგან ფაქტი იყო ახლოს არ ვიმყოფებოდით,თორემ მათ ძახილს აუცილებლად გავიგებდით.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now