24

75 9 0
                                    


მომდევნო რამდენიმე დღეს ქალაქში ხეტიალსა და სასტუმროს ნომერში,საწოლზე კოტრიალში გამყავს დრო.თითქოს ლუკასთან გატარებულმა დღეებმა ფიზიკურად და მორალურად გამომფიტა.მართალია თავად მეუბნება მერე რა რომ უნივერსიტეტში დავდივარ,ღამით ხომ მაინც შეგიძლია ჩემთან დარჩეო,მაგრამ მე ვთვლი რომ რაღაც ბალანსი უნდა დავიცვათ,ამხელა განშორების შემდეგ 24/7ზე ერთად ყოფნა ცოტა მეუცნაურება კიდეც,თანაც დასვენება ნამდვილად არ მაწყენს ბოლო თვეებში ჩემს თავს დატრიალებული ამბების გამო,(ჯერ მამას ამბავი,მერე სწავლის დასრულება,გამოსაშვები,მისი ბიზნესის გადმობარება).

ერთმანეთს ძირითადად საღამოობით ვნახულობთ და სადმე დასალევად მივდივართ ან,უბრალოდ სახლში ვრჩებით თუ გვეზარება.მის მეგობრებს მაცნობს,ბევრი არ ჰყავს,როგორც ჩანს ამ კუთხით არცერთი ჩვენგანი შეცვლილა.

შაბათს დილით როგორც კი ირიჟრაჟა მაშინვე წამოვხტი,მოლოდინისგან გამოწვეული მღელვარების გამო ნორმალურად არც მიძინია.მოვწესრიგდი ბარგი ჩავალაგე და სულ მალე ლუკას სახლს მივადექი.ცოტა ხანს მოცდა მომიწია რადგან გვიან ამდგარა და ჯერ კიდევ ემზადებოდა,რაზეც გაბრაზებულმა ბუზღუნი ავტეხე როცა ჩამოვიდა.

-ელა იყო წუხელ მოსული,მისი რაღაც ნივთები ჰქონდა წასაღები,ამიტომ გვიან დავიძინე-მომცა ახსნა-განმარტება დამნაშავესავით.

-კი მაგრამ-გავიკვირვე მე-რატომ გუშინვე არ გამაფრთხილე?ცოტა გვიან მოვიდოდი.

-მეგონა არ გესიამოვნებოდა იმის გაგება რომ ყოფილ შეყვარებულთან ერთად ვიყავი შუაღამემდე-მიპასუხა მიამიტურად.

უცბად დავფიქრდი და გავაცნობიერე,იოტისოდენა ეჭვი არ გამივლია გულში იმის მოსმენისას რომ დრო იმ გოგოსთან გაატარა რომელთანაც თანაცხოვრებაში იმყოფებოდა.

„არ ვიცი ეს რისგან იყო გამოწვეული,ზედმეტად ვენდობოდი თუ უბრალოდ ზედმეტად მიყვარდა?“

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now