3

119 15 1
                                    


სკოლის წინ დიდი ავტობუსია გაჩერებული და ხალხი ბუზებივით ირევა.23 მოსწავლე,ორიც პედაგოგი,დამრიგებელი და აბეზარი ისტორიის მასწავლებელი,ექთანი და მძღოლი.სრული ნაკრები ვართ.

მე,გიგი და თორნიკე ერთად მივუახლოვდით ქაოსურად მოფუთფუთე თანაკლასელებს.თედეს მოძებნა დავიწყე თვალებით,ვიპოვე კიდეც.რომ დამინახა გამიღიმა და ხელი დამიქნია.მაშინვე დავივიწყე ჩემი ძმაკაცები და მისკენ გავემართე.

-ლუკა,სად მიეთრევი არ ვთქვით რომ სამივე ერთად დავჯდებოდით?-მომაძახა რომელიღაცამ იმ ორიდან.

ისე წავუყრუე თითქოს არაფერი გამეგოს.პატარა შავთმიან ბიჭს მივუახლოვდი,რომელსაც ხელში საკმაოდ დიდი ზურგჩანთა ეჭირა და მხარზე გიტარა ჰქონდა მოკიდებული.

„ის რა უკრავს?რა სიურპრიზია“

როგორც აღმოჩნდა,წინა დღეს მასწავლებელს გაუგია რომ თედემ გიტარაზე დაკვრა იცის და სთხოვა თან წამოეღო რათა უფრო კარგად გაგვეტარებინა დრო.
ზურგს უკან მზაკვრული ხითხითი მომესმა.მივიხედე და თორნიკე და გიგი შევნიშნე,რომლებმაც თვალით მანიშნეს ინსტრუმენტიან ბიჭზე.რამდენადაც მათ კარგად ვიცნობ ჩავთვალე,რომ აუცილებლად გადაწყვეტდნენ მასზე „ღადაობა“-ს როცა ჩვენთვის დაუკრავდა.მძიმედ ამოვიოხრე.

-ნამდვილად მომეკვლევინებით-ვუთხარი ხმამაღლა ორივეს და ავტობუსის კიბეზე შევდგი ფეხი.

ხელში ორი ზურგჩანთა მეჭირა,ჩემი და თედესი რადგან მძიმე იყო და ვუთხარი დაგეხმარებითქო,ორ ადგილიან კომფორტულ დასაჯდომს ვეძებდი.მისთვის სიტყვიერად არ შემითავაზებია ერთად დაჯდომა,უბრალოდ ასე გამოვიდა,მივედი მივესალმე,ჩანთა გამოვართვი და თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო,ადგილი აუცილებლად ერთად უნდა მოგვეძებნა.

საოცარი ამინდი დაგვემთხვა.მიმავალი ავტობუსის ფანჯრებში შემოჭრილი მზის სხივები,ჩვენს განწყობას უფრო მეტად მხურვალეს ხდიდა.ბავშვები ხმაურობდნენ.ისმოდა ხმამაღალი სიცილი,გადაძახილ-გადმოძახილები,
შიგადაშიგ სიმღერა.ვინმე აიღებდა ინიციატივას,რაიმე ქართულ მარტივად სამღერ ჰიტს გაიხსენებდა და მთელი კლასი ასდევდა.
ნამდვილად სასიამოვნო დღე გველოდა წინ.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now