2

131 15 5
                                    

მეორე დილით როდესაც თედე კლასში გამოჩნდა ველოდი რომ ჩემსკენ გამოემართებოდა,მაგრამ ოთახის მოპირდაპირე მხარეს ცარიელ მერხს მიუჯდა.გამიკვირდა.გუშინ ძალიან კარგად დავშორდით ერთმანეთს ასე უცბად რატომ აღარ მოუნდა ჩემს გვერდით დაეკავებინა ადგილი?
ცოტახანს ჩუმად ვიყავი და მხოლოდ ვუყურებდი.მერე არ ვიცი რა დამემართა,რატომ გავხდი უცბად ასეთი მიმწოლი და საკუთარ თავში დარწმუნებული.ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი.

-აქ რა გინდა?-ვკითხე გაკვირვებული გამომეტყველებით.

-იცი.....-დაიწყო მორცხვად-გუშინ ბიჭებმა მითხრეს რომ შენი შეყვარებულის ადგილი დამიკავებია.დღეს რომ მოვიდეს?ამიტომ ვიფიქრე სხვა მერხი ამერჩია და იქ მოვთავსებულიყავი.

-შეყვარებული არ მყავს-ვუთხარი მოკლედ.მის ჩანთას ხელი დავავლე და წამოვედი,ჩემს გვერდით სკამზე ჩამოვკიდე როგორც წინა დღეს იყო-ასე უკეთესია-ვთქვი და მისკენ გავიხედე.რამდენიმე წუთი გაშეშებული იჯდა,ტუჩები ოდნავ ჰქონდა დაშორებული ერთმანეთს თითქოს რაღაცის თქმა სურდა მაგრამ ბოლოს ჩემს ნებას დამორჩილდა,ფეხზე წამოდგა და ჩემთან დაბრუნდა.
ზარი დაირეკა.
სანამ მასწავლებელი შემოვიდოდა მისკენ მივბრუნდი.

-მადლობელი ვიქნები სულ ჩემს გვერდით თუ დარჩები და ადგილს აღარ შეიცვლი.არ მინდა ანი რომ დაბრუნდება გვერდით მომიჯდეს.საკმაოდ უსიამოვნო დაშორება გვქონდა.

-ახლა გასაგებია-თქვა და გაიღიმა.

„სულ რატომ იღიმის?"

გაკვეთილის მსვლელობის დროს ისე გამოიყურებოდა,იფიქრებდით,ერთი სიტყვის გამოტოვებაც არ უნდა რასაც მასწავლებელი ამბობსო.ყველაფერს იწერდა,კითხვებს სვამდა.მისი ყავისფრად მოელვარე თვალები ყველა წერტილ-მძიმეს აკვირდებოდნენ რაც დაფაზე იწერებოდა.კუპრივით შავი თმები წარბებამდე ჰქონდა ჩამოშლილი,პერიოდულად თითებს შეიცურებდა ხოლმე და გვერძე გადაიწევდა რომ მისი ნათელი შუბლი გამოეჩინა.სწორი და გრძელი ჩოლკის გამო აქამდე ვერ შევატყვე დიდი შუბლი თუ ჰქონდა.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს?ორივე თმის სტილი თანაბრად მოვახდინე.
სპილოს ძვლისფერი კანი აქვს.ოდნავ ამობურცული ყვრიმალები(მიუხედავად იმისა რომ არც მისი სახეა დიდი და თავადაც გამხდარია).პატარა სწორი ცხვირი და მწიფე ალუბლებივით გაბუშტული ტუჩები.მარცხენა თვალის ქვეშ,მის არც ისე ხშირ წამწამებში ჩამალული სულ პაწია ხალი მოუჩანს.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now