17

87 13 3
                                    


დილით ფაჩუნი მესმოდა ჩემს გვერდით,მაგრამ ღრმა ძილს ვერაფრით წავართვი თავი.

რომ გავიღვიძე 12 ხდებოდა.ჩემები მოსულან,ოთახში შემოუხედავთ და მძინარე რადგან დამინახეს ჩუმად გაიხურეს კარი.

როგორც კი საბოლოოდ გამოვფხიზლდი,ტელეფონი ავიღე და თედესთან დავრეკე(სანამ ეძინა კონტაქტებში ჩემი სახელი მოვძებნე და ნომერი შევცვალე,თორემ მას ის ნომერი ჰქონდა ჩანიშნული რომლიდანაც ყალბი შეტყობინება მიუვიდა).

-დილა მშვიდობის ლუკა-მიპასუხა ცოცხლად.

-ისე როგორ გაიპარე რომ ვერაფერი გავიგე?-ვკითხე საყვედურით.

-იცი რა საყვარლად გეძინა?ვერ გაგაღვიძებდი,ბოროტება იქნებოდა.

-მაგრამ დამშვიდობება მინდოდა-არ ვცხრებოდი მე.თედეს გაეცინა.

-გინდა დღეს საღამოს ჩემთან მოხვიდე?-შემეკითხა მოულოდნელად.
უცბად ავჟიტირდი,საწოლში წამოვჯექი თითქოს ასე უკეთ გავიგებდი მის ხმას.

-მთელი ღამით?-ვკითხე აღელვებულმა.

-კიი მთელი ღამით-მიპასუხა კმაყოფილებით სავსემ-შეგვიძლია ფილმებს ვუყუროთ,ან მუსიკას მოვუსმინოთ ერთად.ბევრ სასუსნავს ვიყიდი-ყურებამდე გაღიმებული ვუსმენდი-მითხარი რა გიყვარს?-დაამატა მხიარულად.

-შენ მიყვარხარ-წამომცდა უცებ.
ამის თქმაზე არ მიფიქრია.თითქოს ჩემს ბაგეს ეს სიტყვები თავისთავად მოსწყდა.

გავაცნობიერე რა ჩემი საქციელი,ღიმილი მაშინვე სახეზე შემეყინა და ლამის ისტერიკაში ჩავვარდი.

„ღმერთო,ახლა რა უნდა ვქნა?ეს რამ მათქმევინა?“

თედე გაჩუმდა.მეც გასუსული ვუგდებდი ყურს მის გახშირებულ სუნთქვას.ისეთი უცნაური და ამავდროულად უხერხული სიჩუმე იყო,ცოტაც და გავაფრენდი.

პირდაპირ და გარკვევით ჯერ სიტყვა „მომწონხარ“ არ მითქვამს მისთვის.რა დროს სიყვარულის ახსნა იყო?ჯერ კიდევ გუშინ ვთვლიდი რომ სიმპათიები მქონდა მის მიმართ,უკეთ გაცნობა მსურდა და ურთიერთობაზე ვფიქრობდი მასთან,ახლა კი თითქოს რამდენიმე ნაბიჯი ერთიანად გამოვტოვე.დარწმუნებული ვიყავი რომ თედესთან ყოფნა მსურდა მაგრამ  სიყვარული იმ წუთამდე არ მიგრძვნია სანამ ეს ხმამაღლა არ წარმოვთქვი.

საბედისწერო ღამე 🔞Wo Geschichten leben. Entdecke jetzt