9

64 12 0
                                    

დედაჩემის ქვითინი მესმის,შიგადაშიგ მამას ბურტყუნი,სიტყვებს ვერ ვარჩევ.თვალებში უსიამოვნო სინათლე მანათებს.

„სად ვარ?“

-მგონი იღვიძებს-გავიგონე უცნობი ხმა.ექთანი იყო რომელიც პალატაში გეგმიურ შემოწმებაზე შემოვიდა.თვალები გავახილე.გაჩახჩახებულმა ოთახმა თვალი მომჭრა.აქეთ-იქით მიმოვიხედე და ჩემს საწოლთან ახლოს დივანზე ჩამომჯდარი მშობლები დავინახე.
მათთვის თვალებში შეხედვა და ყველაფრის გახსენება ერთი იყო.
როგორ კიოდნენ ქალები და როგორ წამივიდა გული მე.

-მამა,რას ბოდავდა თორნიკე?-ვკითხე აკანკალებული ხმით-სად არის გიგი?იპოვეს უკვე?-ჩემს წინ მჯდომმა კაცმა თავი გააქნია უარყოფის ნიშნად-ხო მაგრამ......ხომ ჯერ კიდევ ეძებენ?-ხმაში ბზარი შემეპარა.

-ეძებენ,მაგრამ არა გიგის,არამედ მის ცხედარს-წარმოთქვა ეს სიტყვები ძალიან გულგრილად დედაჩემმა.თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა.თვალწინ 4 წლის ბიჭი წარმომიდგა,ერთმანეთთან დაშორებული წინა ორი კბილით და ეშმაკურად მოელვარე თვალებით,ეს იყო ჩემი პირველი მოგონება გიგიზე.დაბადებიდან ერთად ვართ მაგრამ ჩემი მეხსიერების ბარათი ათვლას ამ ასაკიდან იწყებს,იქამდე, არც საკუთარ თავზე მახსოვს რამე და არც სხვებზე.
რაღაც სათამაშოს გამო ვიჩხუბეთ,მე ჯერ გამართულად ვერ ვლაპარაკობდი,ის კი გალექსილი იყო.მოიტყუა თითქოს მე დავუმალე პატარა მწვანე პლასტმასის დინოზავრი რომ ვერ ეთამაშა,სინამდვილეში კი თავად ჰქონდა გადამალული ჩემგან.
მახსოვს მის გამო დედამ ყური ამიწია და რამდენიმე საათს ისე მეწვოდა,ტირილს არ ვწყვეტდი.

-როგორ?რა მოხდა?-ამოვიკვნესე ტირილნარევი ხმით.ასე მეგონა ჯერ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული და კოშმარულ სიზმარს ძლიერად ვყავდი გატაცებული.ვერ ვიჯერებდი.დაჯერება არ მინდოდა.

-რა მოხდა?-აგრძელებდა დედა ჩემთვის გულის ტკენას ამ საყვედურის ტონით-ვაშლოვანის ნაკრძალში არის რამდენიმე ადგილი სადაც ალაზანი საკმაოდ ღრმაა,მეგონა გეოგრაფიაში კარგი ქულები გყავდა ლუკა.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now