16

90 12 2
                                    

-you hate the rain?*
-yeah.
-how could anyone hate the rain?

* * *

ოთახში სიჩუმეა,ისეთი სიჩუმე რომ ბუზის გაფრენის ხმა ისმის.ჩემი სახე ნელ-ნელა უახლოვდება მისას და ჩვენი ტუჩები რბილად ეხება ერთმანეთს.

„მინდა რომ ეს წამი გაჩერდეს“
გავიფიქრე გულში.

ეს კოცნა ისეთი სასიამოვნო იყო,ისეთი ნაზი.მისი სუნთქვის შერწყმა საკუთართან,მუცელში მოფარფატე პეპლები და ჩემი მკერდის ქვეშ მისი გახშირებული გულის ცემა.

ყველაფერი ეს საკმარისი იყო ჩემთვის,რომ სამუდამოდ წიგნის ამ ფურცელზე ჩავრჩენილიყავი,ყოველგვარი სინანულის გარეშე.

არც მომავალზე მეფიქრა და არც უკან გამეხედა,წარსულში.

მე ხომ ცხოვრებამ ასეთი ტკივილი მომაყენა?
მე ხომ დავიკარგე?

თითქმის ყველაფერი დავკარგე,საუკეთესო მეგობრები,სკოლის ამხანაგები,კარგი ადამიანის რეპუტაცია,ოჯახური სიმყუდროვე,ლამის საკუთარი თავიც.
არ ვიცოდი რის გაკეთებას ვაპირებდი სამომავლოდ,ანდაც რისი გაკეთება ძალმიძდა.
საერთოდ შეეძლო კი ჩემს გატეხილ სულს მომხდარის შემდეგ ჩვეულებრივ ეცხოვრა?

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირის სულაც არ არის,დროის დაპაუზება სწორედ მასთან ერთად რომ მომინდა.
თედესთან.
ბიჭთან,რომელიც მთელი თავისი არსებით წიგნიდან გადმოსულ პერსონაჟს ჰგავს.
კეთილი თვალებით.
შთამაგონებელი ღიმილით.
უნაკლოებით.

„ყველაფერი რაც მას ეხება,უბრალოდ აღმაფრთოვანებს"

უეცრად მის ტუჩებს ხმაურიანად მოვწყდი და თავით მის კისერში ჩავიკარგე.ჩვენი თითები ერთმანეთს დავაშორე.ხელები წელს ქვემოთ შევუცურე,მიხვდა რასაც ვცდილობდი და სხეული ოდნავ ამოზნიქა ზევით რათა მარტივად მოვხვეოდი პატარა წელზე.მკლავები მჭიდროდ შემოვხვიე და ერთიანად მოვდუნდი.ყრუდ ამოიკვნესა ჩემი სხეულის სიმძიმე მთლიანად ზედ რომ დააწვა.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now