Childhood

150 9 17
                                    

უკვე საკმაოდ გვიანია.თბილისიდან ჩამოსული ზოგიერთი სტუმარი ახლახანს გავაცილეთ,დანარჩენები სასტუმროში დავაბინავე რადგან სახლში მხოლოდ ჩვენ ოთხნი მინდოდა ვყოფილიყავით როგორც გუშინ.

ჩემი დაბადების დღის საღამო მოსალოდნელზე კარგი გამოვიდა.დიდი სამეგობრო წრე რომ არ მყავს და ყველა მეტ-ნაკლებად შინაური იყო,თავს ოჯახურ გარემოში ვგრძნობდი,მშობლები ჩემს გვერდით არ იყვნენ და ეს ცოტას მასევდიანებდა მაგრამ სამაგიეროდ 23-ე იუბილე იმ სახლში ავღნიშნე სადაც გავიზარდე.ჩემს საუკეთესო მეგობართან და ჩემი ცხოვრების სიყვარულთან ერთად,რა თქმა უნდა ყველაფერი იდეალურად მეჩვენებოდა.ყველა წვრილმანი სიხარულს მანიჭებდა,ჩვენი დიასახლისის მიერ სახლში გამომცხვარი ტორტიც კი,რომლის გემოსაც მოგონებებში მივყავდი.

გვიან ღამით რადგან ჯერ არცერთს გვეძინებოდა ვერანდაზე თითო ჭიქა ღვინის დალევა გადავწყვიტეთ.ოლივერი,გიორგის შეყვარებული ცოტა ხნით დაგვემშვიდობა,თქვა საქმიანი ვიდეო ზარი მაქვს და ამის მერე აუცილებად შემოგიერთდებითო.

ლუკა გიორგის შეუჩნდა.სთხოვა რადგან მარტონი დავრჩით მისი დიდი ხნის დანაპირები აესრულებინა და მასზე და გიგიზე მოეყოლა.მე ბევრი რამ ვიცოდი როგორც გიორგის უახლოესმა ადამიანმა,მაგრამ ყველაფერი არა.

-მოიწყენს,ხასიათი წაუხდება,არ გეცოდება?-გადავუჩურჩულე ჩემს გვერდით მჯდომს და თვალით გიორგიზე მივანიშნე.

-არაფერია თედე-ჩაეცინა მას.როგორც ჩანს ჩემი ნათქვამი გაიგო-ამაზე საუბარი ტკივილს აღარ მანიჭებს უკვე დიდიხანია.

-დარწმუნებული ხარ?-ვკითხე დაეჭვებულმა.

პასუხად ხანგრძლივი სიჩუმე მივიღე,ბოლოს კი გიორგიმ მშვიდი და აუღელვებელი ხმის ტემბრით დაიწყო თხრობა:

-საახალწლო არდადეგები ახალი ჩავლილი იყო სკოლა რომ შევიცვალე.წინა სკოლაში რაღაც ინციდენტი შემემთხვევა.ერთი ტიპი ჩემი პარალელური კლასიდან რომელსაც ამოჩემებული ვყავდი,მოსვენებას არ მაძლევდა,ტიპიური ბულერი,მარტივად სარგებლობდა ჩემი სისუსტით.ერთხელ როდესაც მის ძმაკაცებთან ერთად სრულიად უმიზეზოდ,უბრალოდ გართობისთვის ჩანთა მთლიანად ამომიქექა და ჩემი ნივთები კლასში მიმოაბნია,არ ვიცი ამის გამბედაობა საიდან მოვიკრიბე მაგრამ თავში მთელი ძალით ბასრი სახაზავი ჩავარტყი,კანი გაეჭრა და სისხლი წასკდა,ყველაფერი მე დამბრალდა,ამიტომ მშობლებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ,გადამიყვანეს.

საბედისწერო ღამე 🔞Onde as histórias ganham vida. Descobre agora