11

96 13 8
                                    


საუბარი დავასრულე და გიორგის დავუძახე რომელიც მისაღებში უხერხულად მიმოდიოდა.გადავწყვიტე მისთვის მადლობის ნიშნად სასმელი შემეთავაზებინა.გასაკვირია მაგრამ აღარც ისე ცუდ ხასიათზე ვიყავი,თვითონაც ვერ ვხვდები ერთმა სატელეფონო ზარმა როგორ დამარწმუნა იმაში რომ ყველაფერი კარგად იქნება,თუმცა ცოტა ხნით მოსალოდნელ ცუდ ამბებზე რომ აღარ ვფიქრობდი ეს ძალიან მომწონდა.

ერთ საათს მაინც ვლაპარაკობდით მე და თედე.გამოვკითხე რაც მაინტერესებდა.აღმოჩნდა რომ რადგანაც ჩვენს სკოლაში მცირე ხნით იარა,მამამისი კლასიდან ძალიან ბევრ ბავშვს ვერ ცნობდა,ამიტომ მან გადაწყვიტა გიორგი ოჯახისთვის ისე გაეცნო,თითქოსდა კლასელები კიარ ყოფილიყვნენ,არამედ რეპეტიტორთან შეხვდნენ ერთმანეთს რადგან ერთად ემზადებოდნენ.
სწორედ ამიტომ ეჭვი არასდროს გაუჩნდებოდათ და მასთან მეგობრობას არ დაუშლიდნენ,თანაც გიორგი ისეთი ზრდილი და მშვიდია.წლებია ვიცნობ და ვერ წარმომიდგენია რომელ მშობელს არ უნდა უნდოდეს შვილისთვის მისნაირი კარგი მეგობარი.

-რადგან დაასრულეთ მე წავალ-თქვა მორიდებით როცა ტელეფონი მივეცი.

-არა!ჯერ ვერსად წახვალ.ვერ ხედავ რომ წვიმა დაიწყო?-ვუთხარი და ფანჯრისკენ მივანიშნე.
ოქტომბერი დასასრულს უახლოვდებოდა.წვიმა და ეზოში ყვითელი ფოთლების ფრიალი მსუბუქი ქარის გამო,ჩვეულებრივი ამბავი იყო წელიწადის ამ დროს.მაგრამ არა ჩემთვის.ჩემთვის ეს იმას ნიშნავდა რომ ერთი თვე შესრულდა გიგის გარდაცვალებიდან.

-არაფერია-მომესმა ჩაფიქრებულს გიორგის ხმა-ქუდი მახურავს-კიდევ აპირებდა მგონი რაღაცის თქმას მაგრამ პირი რომ გააღო მე არ დავაცადე.

-ყავა თუ ჩაი?-ვკითხე სამზარეულოს კარისკენ მიმავალმა.

-ჩაი-მიპასუხა და თვალი გამომაყოლა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მისაღებში მდგარ ფართო სასადილო მაგიდასთან  ვისხედით ერთმანეთთან არც ისე ახლოს,თან ჩაის და დედას გამომცხვარ გოგრის ტარტს მივირთმევდით.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now