12

71 13 3
                                    

მისაღები ოთახის მაგიდას ვუზივარ და ნიცას საშინაო დავალების კეთებაში ვეხმარები.მანქანის ხმა მესმის,მშობლები დაბრუნდნენ.სახლის კარი იღება და მაშინვე შიგნით იჭრება მძიმე აურა რომელიც მათ მოჰყვათ.ფეხზე წამოვდექი და დერეფანში გავიხედე.მამა ნელი ნაბიჯით მოემართება ჩემსკენ,ხოლო დედა ქურთუკს ათავსებს შემოსასვლელში მდგარ საკიდზე და სამზარეულოში შედის,თვალები ორივეს ჩაწითლებული აქვთ.

-ხუთშაბათს კრძალავენ-დამასწრო მამამ პასუხი სანამ კითხვას დავუსვამდი.

-ხუთშაბათს?-ვერ დავმალე გაკვირვება-ეგ ხომ ზეგ არის?-არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოინდომებდნენ მის დასაფლავებას.

-ლამის ერთი თვე იგლოვეს ცხედრის გარეშე შვილო-ნაღვლიანად ამოთქვა მამაჩემმა-მგონი ცრემლი გაუშრათ უკვე,აღარაფრის თავი აღარ აქვთ.მათთვისვე სჯობს მალე მიაბარონ მიწას,კიდევ ორი შვილი ჰყავთ გასაზრდელი-სავარძელში ჩაჯდა და უტყვი მზერით მიაჩერდა კედელზე მოწიკწიკე საათის ისარს.

მისაღებიდან გამოვედი და ჩემი საძინებლისკენ ავიღე გეზი.როდესაც სავახშმოდ დამიძახეს ვუთხარი ნაჭამი ვარ მეთქი.

მთელმა ღამემ ისე გაიარა თვალი არ მომიხუჭავს.ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და მთვარეს შევყურებდი რომელიც ზუსტად ისეთი დიდი და ნათელი იყო როგორც იმ დაწყევლილ ღამეს.

„ჰმ,რა ირონიულია,სინამდვილეში ჩემთვის დაწყევლილი სულაც არ იყო“

იმ ღამით პირველად ვიგრძენი რამდენად სერიოზული და ღრმა იყო ჩემი სიმპათიები თედეს მიმართ.მაგრამ თურმე სანამ მე მასთან ერთად ხილს შევექცეოდი და მის ტუჩებს ვუსინჯავდი გემოს,სადღაც ჩემი ორი მეგობარი,რომლებმაც სხვათაშორის ბავშვობაში უარი თქვეს ჩემთან ერთად ცურვის სწავლაზე რადგან ფეხბურთზე სიარული უნდოდათ,ალაზნის სიღრმეებს და სწრაფ დინებას ერკინებოდნენ.
თორნიკე ხის მორმა გაადარჩინა.
გიგი?
გიგი კი დაიხრჩო.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now