19

56 11 0
                                    

დიდ ნათელ ოთახში,მაღალი ფანჯრებით,ერთმანეთის პირისპირ ორი ტყავის სავარძელი დგას.ერთ მათგანს მე ვიკავებ,მეორეს,დღეიდან უკვე ოფიციალურად ჩემი ფსიქოთერაპევტი ქალბატონი მაია.

დედამ და მან ერთმანეთი ახალგაზრდობაში,უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიცნეს,მალევე დამეგობრდნენ მიუხედავად სხვადასხვა ფაკულტეტისა.მერე დედაჩემი მამაჩემს შეხვდა და მართალია უმაღლესი მაინც დაამთავრა,მაგრამ სწავლა მისთვის პრიორიტეტი აღარ ყოფილა.მაია კი უცხოეთში წავიდა,თავის დარგში თუ რაიმეს სწავლა შეიძლებოდა ყველაფერი ისწავლა და მიუხედავად იმისა რომ ევროპაშიც ჰქონდა არაერთი კარგი შეთავაზება,სამშობლოში დაბრუნდა.

დედამ სახლში იმიტომ სთხოვა მოსვლა ჩემი ავადობის დროს,რომ ძილში ბოდვაზე და შფოთვებზე ძალიან ნერვიულობდა,თორემ კი იცოდა,მისი მეგობარი არასდროს იწყებს სეანსებს იქამდე პაციენტის მზაობას სანამ არ შენიშნავს.მაშინ ძალიან ცოტა ვილაპარაკეთ,ყველაზე სუსტი პრეპარატი დამინიშნა ძილისთვის და წავიდა.

ახლა კი,როცა ჩემი ფეხით მოვედი მასთან,უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი იყო.მზად ვიყავი ჩემს ტკივილებზე სასაუბროდ.როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი ამბებისგან გამოწვეული პრობლემების,უკან მოტოვებაზე დავიწყე მუშაობა.თანახმა ვარ ჩემი სული მთლიანად გავაშიშვლო ამ ქალის წინაშე თუ კი ის მართლა დამეხმარება.

როგორც კი მის კაბინეტში შევედი და ფორმალური მისალმება-მოკითხვის ნაწილი უკან მოვიტოვეთ.მთხოვა კომფორტულად მოვკალათებულიყავი ,შემდეგ სასმელიც შემომთავაზა მაგრამ მხოლოდ ჭიქა წყლის დალევაზე დავთანხმდი.

როცა მზად იქნები მაშინ დავიწყოთ,რამდენი დროც დაგჭირდება იმდენი გამოიყენე დასაწყებადო გამომიცხადა.ამის მოსმენამ დამამშვიდა.მოვდუნდი და გარშემო მიმოვიხედე.ინტერიერს დავუწყე თვალიერება.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now