21

66 10 1
                                    

                     4 წლის შემდეგ.

მაღვიძარის ხმამ უხეშად მომწყვიტა ღრმა ძილს.საწოლში წამოვჯექი,საათს დავხედე,ჯერ საკმაოდ ადრე იყო.
კარგი ვქენი განგებ რომ დავაყენე ასეთ დროზე,შხაპის მშვიდად მიღებას მოვასწრებ.

მთქნარებით ვდგები ლოგინიდან.პირდაპირ აბაზანისკენ მივდივარ და გზად მისაღებს ვათვალიერებ.

-ბიბი!სად ხარ პატარავ?

„ფუმფულა სულელი,ალბათ ისევ სამზარეულოს იატაკზე დაიძინა მიუხედავად იმისა რომ მის დასაწოლ ბალიშებში ნახევარი ქონება მაქვს გადახდილი“

შხაპს სწრაფად ვიღებ,გრილი წყალი მაფხიზლებს.
თმების მშრალებით გამოვდივარ გარეთ და ფეხებში თეთრი,მსუქანი კატა მებლანდება.

-ბიბი,გაიღვიძე შე ბამბის ქულა?-ვეფერები და ისიც თვალებს ლულავს კმაყოფილად.

ფისოს საჭმელი დავუყარე თავის გულის ფორმის წითელ ჯამში და საძინებელში თმის გასაშრობად წავედი.

ცოტა ხნის შემდეგ,უკვე ჩაცმულმა და გამზადებულმა წინა დღით ჩალაგებული ჩემოდანი გამოვაგორე ჩემი ოთახიდან გასასვლელისკენ,ბიბი დაკვირვებით მომაჩერდა,მგონი აქამდე ვერ მიხვდა რომ ვტოვებდი.

-არ ინერვიულო პატარავ,ჯერ-ჯერობით ყველაფერი გაქვს რაც გჭირდება საღამოს კი გიორგი მოგაკითხავს,ხომ გიყვარს გიორგი?-ვუღიმი კატას.

„ყოველთვის როცა მასთან საუბარს ვიწყებ თავს სულელად მაგრძნობინებს ხოლმე ისე მაიგნორებს“

სახლის კარი გამოვიხურე და საკეტი გადავატრიალე.ჩემმა ტელეფონმა დარეკა.

-ბატონო თედე,დაბლა გელოდებით-მითხრა მძღოლმა როცა მობილურს ვუპასუხე.

-ახლავე ჩამოვდივარ-დავუჩქარე მე და ლიფტს მივაშურე.

სულ მალე უკვე აეროპორტის გზაზე ვიყავით.

გარეთ ცხელოდა,მართალია ზაფხული უკვე მიიწურა მაგრამ სექტემბერი ხომ ყოველთვის ასეთია,თან გრილი და თან მზიანი.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now