5

101 15 6
                                    


ცივ მიწაზე კარგა ხანს ვისხედით პირუჩუმრად.ბოლოს თედემ საყვედურის ტონით შემომჩივლა:

-არ უნდა გაგეშვა ბიჭები.სახეზე ჭრილობები აქვთ,არც წყალი აქვთ თან,არც სპირტი ან რამე სხვა.

-ეგენი არც ჩვენ გვაქვს-ეს რომ ვუთხარი,წამოდგა ხელში ზურგჩანთა აიღო და რაღაცების ამოლაგებას შეუდგა,რასაც სიბნელის გამო ვერ ვარჩევდი.უცბად გამახსენდა რომ შარვლის ჯიბეში ერთ კოლოფ სიგარეტთან ერთად სანთებელა მედო.კლასელმა გოგონამ მთხოვა მისთვის შემენახა რათა ვინმეს არ გაეგო რომ მწეველი იყო.
გარშემო დავიწყე ხელების ცეცება,ცოტა ფიჩხი მოვაგროვე,ცოტაც ნედლი ტოტები მოვამტვრიე და პატარა კოცონი დავანთე.

როგორც იქნა უკვე შემეძლო იმის გარჩევა თუ რა ედო ჩანთაში.მცირე ზომის სამედიცინო ნაკრები ხელში აიღო და მომიახლოვდა.

-შეიძლება?-მიმანიშნა ხელით ჩემი სახისკენ.

-რა თქმა უნდა-ვუპასუხე.
წარბზე შემხმარი სისხლი ფრთხილად მომბანა.

-სჯობს წყალი დასალევად შევინახოთ.

-კიდევ ერთი ბოთლი მაქვს.

ჭრილობა სპირტით დაამუშავა და შემდეგ საფენი დამადო.ცეცხლის შუქზე მის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი.ისეთი სერიოზული იყო როცა ჩემს სახეს უვლიდა.თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ახლა მისთვის სწორედ ჩემი იარები ყოფილიყოს.მგონი გადაავიწყდა რაც დაგვემართა მეთქი ვფიქრობდი.

„შემიძლია დავიფიცო,რომ მის გარდა აზრად არავის მოუვიდოდა პირველადი დახმარების ყუთის თან წამოღება"

როდესაც დაასრულა შორი ახლოს ჩამოჯდა,თავისი ჯადოსნური ხურჯინი კიდევ ერთხელ გახსნა და იქიდან ჭრაჭუნა ქაღალდი ამოიღო.

-მხოლოდ ერთია დარჩენილი-ეს მითხრა და ორცხობილა შუაზე გადატეხა შემდეგ კი ღიმილით გამომიწოდა.

-მადლობა-ვუპასუხე მე.

„ნეტავ ღიმილის თავი როგორ აქვს ასეთ დროს?"

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now