22

89 10 1
                                    

არ მახსოვს რამდენი დრო გავიდა,ათი წუთი?ოცი?ლუკამ ერთი-ორჯერ გააღო პირი და რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ მერე გადაიფიქრა.
ისევ ისე ვიდექით გაშეშებულები და ალბათ ორივე ჩვენგანს სურდა რომ საუბარი მეორეს დაეწყო.

-აქ რას აკეთებ?-მკითხა ბოლოს და ბოლოს.

ამ შეხვედრაზე და მოსალოდნელ დიალოგზე არაერთხელ მიფიქრია და გარკვეული გეგმაც მქონდა შემუშავებული მაგრამ უცბად არ ვიცი რა დამემართა,თავი ვერ შევიკავე,ჩემში თითქოს ის 17 წლის თედე გაცოცხლა ვინც ყოველთვის ღელავდა ლუკას სიახლოვეს,პირი მოვაღე და ერთი წინადადებით თავი გავეცი:

-შენს სანახავად ჩამოვედი-ბიჭმა თვალები დაჭყიტა.

-რა?-მკითხა გაოცებულმა.

„ნწ,ასე პირდაპირ არ უნდა მიმეხალა მისთვის,რა სულელი ვარ"

თავი დაბლა დავხარე და შერცხვენილმა წავიბუტბუტე:

-მაპატიე,სჯობდა ნორმალურად ამეხსნა.

ლუკამ არაფერი მიპასუხა.ასე ჩუმად დგომა კიდევ ცოტა ხანს განვაგრძეთ.

მერე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან სადღაც დარეკა და გატეხილი გერმანულით რამდენიმე სიტყვა უთხრა.

-კარგი-თქვა როცა მობილური გათიშა და ისევ ჯიბეში დააბრუნა-წამოდი,ჩემთან წავიდეთ.თუ რა თქმა უნდა-შეყოყმანდა-სადმე არ აპირებდი წასვლას.

-არაა მე.......-დავიბენი-მე უბრალოდ რამე რესტორანს ვეძებდი გარშემო.

-რესტორანს?-გაიმეორა მან.

-ჰოო ძალიან მშია და სასტუმროს რესტორანი უკვე დაიკეტა,ვერ მივუსწარი-გაეცინა.

-კარგი კარგი,რამეს მოვამზადებ შენთვის,ან ბოლოს და ბოლოს გამოვიძახებთ-ეს თქვა და მიმართულება მაჩვენა საითაც უნდა წავსულიყავით.უხმოდ მივდიოდით,მისკენ გახედვას თითქმის ვერ ვბედავდი,არადა როგორ მინდოდა კარგად შემეთვალიერებინა-არაფერი მესმის-ჩაიბურტყუნა ბიჭმა გზაში რამდენიმეჯერ.

საბედისწერო ღამე 🔞Where stories live. Discover now