4

95 12 3
                                    


-მოვედით-გაისმა ხმამაღალი შეძახილი რომელმაც სიზმრებიდან გამოგვარკვია.ცალი ყურსასმენი პატრონს დავუბრუნე სანამ ის ზანტად ამთქნარებდა,კიდევ ერთხელ ავღნიშნე რომ არაჩვეულებრივი ფლეილისტი აქვს და თითქმის ერთნაირი მუსიკა გვყვარებია,შემდეგ კი ორივე წამოვდექით.

-ესეც ასე,მოგესალმებით ვაშლოვანის ნაკრძალში-თქვა ძალიან ხატოვნად ერთ-ერთმა თანაკლასელმა და ხელი ჩვენს თვალწინ გადაშლილ უკიდეგანო ჰორიზონტს გააყოლა.

ამის შემდეგ ყველაფერი არაჩვეულებრივად წავიდა,მარშრუტში გათვალისწინებული ადგილები მოვიარეთ,კარგად ვერთობოდით და ლამაზი ბუნებით ვტკბებოდით.ერთადერთი რაც მცირედ დისკომფორტს მიქმნიდა ანი იყო,რომელიც პირველ კვირას სკოლაში არ გამოჩნდა და უთენია ავტობუსთან შეკრებილებს მოულოდნელად გამოგვეცხადა მეც მოვდივარო.
თავიდან ჩემს გვერდით დაჯდომა სცადა,შემდეგ კი რამდენიმეჯერ სრულიად უაზრო საუბარში ჩემი ჩათრევა.თითქოს მოსვენებას არ მაძლევდა.თედეს ეჭვის თვალით აკვირდებოდა რადგან არ იცოდა ვინ იყო ან სულ ჩემს გვერდით რატომ დადიოდა.საბრალო ბიჭი რამდენიმეჯერ ისე უხერხულად შეიშმუშნა ამ დაჟინებული მზერის გამო,თავი დამნაშავედაც კი ვიგრძენი.

რამდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ,როდესაც ექსკურსიის საგანმანათლებლო ნაწილი დასრულდა და ყველა ჩვენგანს მგელივით შიოდა,პიკნიკისთვის შესაფერ ადგილს დავუწყეთ ძებნა.

-აი აქ გავშალოთ-თქვა უცბად დამრიგებელმა და სხვებიც დაეთანხმნენ.

ფუსფუსი ატყდა,ყველამ ერთიანად დავიწყეთ საჭმლის ამოლაგება.კლასის გოგონები თავიანთი ხელით გამომცხვარი ხაჭაპურებით და ღვეზელებით იწონებდნენ თავს.ვცდილობდით სწრაფად გაგვეშალა სუფრა.
ბიჭებმა სასმელი ამოიღეს ჩანთებიდან.პირადად ჩემთვის ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა მაგრამ ინსტიქტურად ყველამ ლალი მასწავლებლისკენ გავიხედეთ.
ამის დანახვაზე გულიანად გაეცინა.

საბედისწერო ღამე 🔞Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon