შესავალი

4K 166 5
                                    

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო! ეს ისტორია არ არის მხოლოდ რომანტიკაზე! მასში გაერთიანებულია როგორც სასიყვარულო, ასევე სათავგადასავლო და საშინელი ისტორიები...

პირადად მე, ქართული საშინელებათა ჟანრის მოთხრობები/ფანფიკები არ შემხვედრია და მგონია, რომ არ იქნება ცუდი თუ პირველ ნაბიჯს მე გადავდგავ! როგორც იცით ეს ჩემი მეორე მოთხრობაა... აქედან გამომდინარე, წერაში ჯერ კიდევ ახალი ვარ, ისევე როგორც ჰორორ ჟანრში! ამიტომ თქვენი აზრი მაინტერესებს: დავიწყო თუ არა ამ მოთხრობის დაწერა?

ძალიან მოკლეთ მოგიყვეთ ამ ფანფიკის შინაარსს, რადგან ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიადვილდეთ.

ისტორია წყვილზეა, რომელთაც თავს ისეთი ამბავი გადახდებათ, რომლის ნახვაც მხოლოდ ფილმებში ან წიგნებშია შესაძლებელი! ეს პარანორმალური მოვლენები მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის თვალწინ ხდება და ის ფაქტობრივად, ყველას თვალში შეშლილია! მასზე ყველა ხელს ჩაიქნევს, გარდა შეყვარებულისა... ეს ბიჭი ყველანაირად ცდილობს მის გამოჯანმრთელებას, მაგრამ ტყუილად. რატომ? იმიტომ, რომ ის გიჟი კი არაა არამედ პარანორმალური მოვლენების შემსწრეა... ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები! როგორ მოიქცევა შეყვარებული და რა დაემართება "შეშლილ" გოგონას!

მე ყველანაირად ვეცდები, რომ თქვენი
მოლოდინები გავამართლო! ალბათ ხვდებით, რომ ამ ჟანრის, კარგი მოთხრობის დაწერა ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მოდით ერთად გავიგოთ ჩემი ფანტაზიის ზღვარი... მოკლეთ, არ ვიცი რამდენად კარგი გამომივა მაგრამ ნათქვამია: "ცდა, ბედის მონახევრეაო"!

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now