თავი 2

1.5K 143 19
                                    

უნივერსიტეტში მისვლისთანავე თვალებით ტაეს ძებნა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ნაწილობრივ გაბრაზებული ვიყავი მისი ნახვა მაინც მინდოდა... მაგრამ ვერსად ვერ დავინახე! არც ემა ჩანდა.

პირველი გაკვეთილის შემდეგ, წიგნების ასაღებად ჩემს კარადასთან მივედი. შემოვტრიალდი თუ არა ჩემს წინ მდგომმა ბიჭმა, კარადას ხელი მიარტყა და ფაქტობრივად გასვლის საშუალება არ დამიტოვა... სახე დავინახე თუ არა თვალები გამიფართოვდა!
- ტაეე?! რა ჯანდაბას აკეთებ? - ჩემს რეაქციაზე ჩაეცინა და თქვა:
- რომ არ გამოვჩენილიყავი ალბათ თვალებს დაითხრიდი!
- ჰაჰაჰაააა ძალიან სასაცილოა. გამატარე, მეჩქარება!
-  კარგი, მაგრამ ჯერ მითხარი მათემატიკის დავალებაში როდის უნდა დამეხმარო?
- მეხუმრები ხო?
- მეცინება?
- არა, უბრალოდ შენ... ანუ შენ არ ხარ ის, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება!
- ერთი კვირა ვაცდენდი და მასალას ჩამოვრჩი! ამიტომაც მჭირდები...
- კარგი, კარგი! როდის შევხვდეთ?
- ჰმმმმ... დღეს გაკვეთილების შემდეგ. იმედია გცალია!
- აჰამ.
- ძალიან კარგი! მაშინ, ჩემთან წავიდეთ... ხელსაც არავინ შეგვიშლის!
- კარგი, მაგრამ იცოდე თუ კიდევ რამეს გეგმავთ... - წინადადების დამთავრება არ მაცადა და მითხრა:
- შეწყვიტე ფანტაზიორობა!

გაკვეთილები მორჩა. გარეთ გავედი და ტაე მანქანას მიყრდნობილი მელოდებოდა. თეთრი "საროჭკა" ეცვა და მისი ნახევარი მხარე შავი, ვიწრო შარვალში ჰქონდა ჩატანიებული.

მის სახლში მივედით. სიმართლე გითხრათ, საოცრად ლამაზი იყო! ორ სართულიანი, საკმაოდ მყუდრო და გემოვნებით მორთული სახლი იყო. იქაურობა მწვანედ ბიბინედბა და სახლის ნაზ ფერს უფრო ამშვენებდა და უფრო გამოკვეთილს ხდიდა.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now