თავი 4

1.3K 130 21
                                    

დედა სახლში ძალიან გვიან მოვიდა... ისეთი დაღლილი იყო, რომ საწოლზე ტანსაცმლიანი დაენარცხა და მაშინვე ჩაეძინა! მის კარებთან ვიდექი და მას ვუყურებდი... ღმერთო, რამდენს მუშაობს... ასე არ შეიძლება! ცოტა უნდა დაისვენოს... მასთან მივედი, მხოლოდ ტუფლების გავხდა მოვახერხე. გადასაფარებელი დავაფარე, შუქი ჩავუქრე, ვაკოცე და ოთახიდან გავედი!

მეორე დღეს უნივერსიტეტში დავაგვიანე... ტელეფონის ზარმა გამაღვიძა! დავხედე და ემა იყო!
- დიდება შენს გამოჩენას! - სარკაზმით ვუთხარი...
- კარგი რაააა... ისევ გაბრაზებული ხარ?
- გაბრაზებული რო ვიყო, გაგითიშავდი!
- ხო მართალი ხარ! მისმინე უნივერსიტეტში არ მოდიხარ?!
- კიი...
- ოჰჰჰ! ცოტა კიდე დაიცადე, ესე ადრე მოსვლა სად გაგონილა... აწიე ერთი ადგილი და 5 წუთში აქ იყავი!
- ჰაჰაჰააა ძალიან სასაცილოა!
- დროის ათვლა დაიწყო... - ეს თქვა და გამითიშა...

რა თქმა უნდა, 5 წუთში არ მივსულვარ... დაახლოებით 20-25 წუთში უნივერსიტეტის შემოსასვლელთან ვიყავი! რაღატომღაც წუხანდელ ამბავზე დავიწყე ფიქრი და საშინელ ხასიათზე დავდექი... ერთი სული მქონდა ემას როდის ვნახავდი და ყველადერს როდის მოვუყვებოდი! დერეფანში მივდიოდი... თან წუხანდელზე ვფიქრობდი... ნუთუ მეჩვენება? იქნებ ავად ვარ! ტაეს თანდასწრებით რო დავრეკე ყველაფერი ნორმალური გახდა! დედამ არ დამიჯერა, მითხრა ავად ხო არ ხარო... იქნებ ემამაც იგივე იფიქროს?! ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ვიღაცამ მხარი გამკრა, მე კი ინერციით ძირს დავენარცხე და ჩანთიდან ყველაფერი ამომეყარა... დაცემისას ფეხი გადამიბრუნდა და საშინლად მტკიოდა! მიუხედავად ამისა მაინც წამოვდექი და ჩემი ნივთების კრეფვა დავიწყე! ამ დროს ვიგრძენი, რომ ვიღაცა მიყურებდა... აქეთ იქით ვიყურებოდი მაგრამ ირგვლივ არავინ იყო!
- ალბათ მომეჩვენა! - ჩემთვის ჩავილაპარაკე და ნივთების კრეფვა განვაგრძე... ეს გრძნობა მაინც არ ქრებოდა! ჯანდაბა! რა უხერხულია როცა იცი რომ ვიღაცა გაშტერდება... ყველაფერი ავკრიფე, ერთი რვეული დარჩა რომელიც ჩემგან ცოტა მოშორებით ეგდო! მის ასაღებად გავიწიე და ამ დროს ხელზე ვიღაცამ დამაბიჯა... ტკივილისაგან მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა მაგრამ მოვითმინე... სიმართლე გითხრათ ეს მეც გამიკვირდა!
- აიშ, ჯანდაბა! არ შეგიძლიათ ცოტა ყურადღებით, რომ იყოთ?! - მან კი უბრალოდ დამაიგნორა და გზა განაგრძო! - მეხუმრებით ხო? დღეს რა სჭირს ამ ხალხს?!

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now