თავი 7

1K 124 31
                                    

ძლიერი თავის ტკივილების გამო ექიმთან წავედი და მითხრა, რომ ტვინის შერყევა მქონდა... სკოლაში, დაახლოებით ერთი კვირა არ უნდა მევლო! სახლში მარტო ვიყავი, რადგან დედა სამსახურიდან, საზღვარგარეთ გაუშვეს! მისთვის არაფერი მომიყოლია, რადგან ჩემს გარეშეც საკმარისად ბევრი სანერვიულო აქვს!

იმ დღის შემდეგ, არც ემას დაურეკავს და არც ტაეს ძმაკაცები მინახავს! სწორედ ის მოხდა რისიც მეშინოდა... ყველამ მიმატოვა! ხშირად მიოცნებია, რომ ყველაფრისგან გავქცეულიყავი და სადმე მარტო გადავკარგულიყავი... ახლა კი როცა ეს ოცნება ამისრულდა ვხვდები, რომ სიმარტოვე რთულია! არავის აინტერესებ! არავინ გკითხულობს! საერთოდ შენი არსებობა ავიწყდებათ! ფაქტობრივად გგონია, რომ ამ სამყაროს აღარ ეკუთვნი... გინდა სულ იტირო! მაგრამ თუ შინაგანად ძლიერი ხარ შენს თავს ამის უფლებას არ მისცემ! ზოგადად ასეთ დროს, საუკეთესო მეგობრები ან ოჯახის წევრები გიდგანან მხარში... მაგრამ ახლა... ახლა, ეს ასე არ არის!

საწოლიდან ნელ-ნელა წამოვდექი, ჩემი წყლის ბოთლი დაცლილი დამხვდა, ამიტომ მის ასავსებად სამზარეულოში ჩავედი! იქვე მობილური მედო და ისიც თან წამოვიყოლე... ისეც საწოლში მოვკალათდი და დორამების თვალიერება დავიწყე! უეცრად კოლიდორიდან ხმა შემომესმა, მობილური გვერდზე გადავდე და სმენად ვიქეცი! სულ მალე ნაბიჯების ხმაც გაისმა... საბანი თვალებამდე დავიფარე და კარებს მივაჩერდი! ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა... საბანში მთლიანად ჩავძვერი და პირზე ხელი მივიჭირე! ნუთი ეს ისევ ხდება?! რატომ არ მანებებს ეს რაღაც თავს?

ის უკვე ოთახშია... *დამშვიდდი ნორაა... დამშვიდდი... თუ არ იხმაურებ შეიძლება, უბრალოდ წავიდეს* თავს ამ სიტყვებით ვიმხნევებდი! ნაბიჯების ხმა ჩემს საწოლთან შეწყდა... ცოტაც და გული გამისკდებოდა! საწოლზე შემოხტა ისე, რომ მის ხელებსა და ფეხებს შუა მოვექეცი... საბანი გადამაძრო და ბოლო ხმაზე ვიღრიალეე...
- ჰეიიი... დამშვიდდიი! მე ვარ!
- ტაეეეე?! ჯანდაბა როგორ შემაშინეეეეეე! - სახეზე ხელები ავიფარე რადგან ძალიან, ძალიან, ძალიან უხერხული პოზის გამო ჩემი სიწითლე დამემალა! - გადადიიი ჩემი საწოლიდან...
- მაგის აუცილებლობას ვერ ვხედავ!
- ტაეეე! ხომ იცი, რო ცუდად ვარ...
- ხოო მაგრამ, ეგ რა შუშია? მე ხომ უბრალოდ შენ მაღლა ვწევარ! თან გახსოვსს... შენ ჩემი შეყვარებული ხარ!
- სად იყავი ეს დღეები?
- საქეებს ვაგვარებდი!
- მე კიდე, მეგონა შენც დანარჩენებივით მიმატოვე და უკვე თავუს მოკვლაზე ვფიქრობდი... - სიცილით ვუთხარი!
- რა? გეგონა მიგატოვე? ჰაჰაჰაჰაააა... სამწუხაროდ ეგ ვერასოდეს მოხდება!
- იმედია... - თავები ავარიდე!
- ჰეეეი... ეგ რა მზერაა?!
- რას გულისხმობ?
- ისეთი სახე გაქვს თითქოს გგონია, რომ ვტყუი...
- ბავშვები რას ამბობენ?
- ემას გულისხმობ?
- აჰამ...
- ამმმმ... იციიი... ანუ... ბევრი რამე შეიცვალა... უფროსწორად, ვინმე...
- ბევრი ვინმე შეიცვალა?!
- ხოოო... ანუ... შენს მიმართ ვგულისმობ... - ისე ლაპარაკობდა, თითქოს მის სიტყვებს სხეულში მაგრად იჭერდნენ და ამოსვლის საშვალებას არ აძლევდნენ! - შენი ამბები გაიგეს... ანუ ის, რაც ახლა შენს თავს ხდება...
- ტვინის შერყევას გულისხმობ?
- არაა... შენს პარა...
- ამმმ გასაგებია! - სიტყვა შევაწყვეტინე.
- ყველა შეშლილად მიგიჩნევს!
- თითქოს ახალ რამეს ამბობდე...
- ჰეიი... ხომ იცი რო მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები არა?
- აჰამ...
- გთხოვ გამიღიმე!
- ტაე...
- გთხოვვ...
- ამმმ... ძალიანა ხლოს ხომ არ მოხვედი? - ტელეფონის ზარზე ორივენი შევხტით და ტაე უცბათ გადაძვრა ჩემი საწოლიდან.
- აიიშ... მეგონა დედაშენი დაბრუნდააა! - დანანებით თქვა ტაემ.

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now