თავი 16

876 102 35
                                    

ტირილში ჩამძინებია. როდესაც გავიღვიძე, ღამის ორი საათი იყო! კოლიდორში გავედი და დედას ოთახში დიდი სიფრთხილით შევედი...

ჩასძინებოდა! გვერდით კი უამრავი წამალი ედო! ახლოს მივედი და შუბლზე ნაზად ვაკოცე...
- მაპატიე დე.... ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! - ჩავჩურჩულე და ოთახიდან აცრემლიანებული გამოვედი! ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი!

საკმარისია! ჩემს გარშემომყოფების ცხოვრების დანგრევა უნდა შევწყვიტო! ცრემლები მოვიწმინდე და ბარგის ჩალაგება დავიწყე!

გავრბივარ! პრობლემებს გავურბივარ, მაგრამ სხვა გამოსავალი პრაქტიკულად აღარაა! იქ წავალ სადაც არავინ მიცნობს! მაგრამ ჯერ ტაე უნდა ვნახო! ყველაფერი მივატოვე და ტაეს სახლისკენ წავედი. მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში შუქი ენთო.

კარებზე ვაკაკუნებდი, მაგრამ არავინ მეხმაურებოდა. გადავწყვიტე, რომ
უბრალოდ შევსულიყავი!
- ვაუუუუ ამ სახლში მუსიკებსაც უსმენენ?! - სიცილით ვთქვი და მეორე სართულზე ავედი! რაც უფრო ვუახლოვდებოდი გაბრდღვიალებულ ოთახს, ხმა უფრო და უფრო იმატებდა! კარები შევაღე და თვალები შუბლზე ამივიდა...

ტაეს ზედა არ ეცვა... წელს ქვემოთ კი ტილო ჰქონდა შემოხვეული... მუსიკები ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული და ცეკვავდა!
- ტ... ტ... ტაააეეეე! - ძლივს ამოვღერღე! - გაკვირვებული შემოტრიალდა და ხელები წელზე შემოიწყო... - ჯანდაბააა მინჰოოოო?! - თვალებზე ხელი ავიფარე! მისი პრესის დანახვისას მივხვდი რომ ის ტაე არ იყო! აშკარაა, რომ მინჰოს უფრო ნავარჯიშები ტანი ჰქონდა...

სახეზე მთლიანად ვხურდი! წარმომიდგენია როგორი გაწითლებული ვიქნებოდი!
- დედამ კარებზე დაკაკუნება არ გასწავლა?
- და შენ კარების გაღება არავინ გასწავლა?!
- ჰაჰაჰაა! - მუსიკა გამორთო და ჩემსკენ წამოვიდა. სახიდან ხელები მომაშორებინა და ისე მომაშტერდა თითქოს რაღაცას ამოწმებდა.

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now