თავი 6

1.2K 128 38
                                    

ერთმანეთის გაცნობის შემდეგ დავიწყეთ იმაზე ფიქრი თუ რა უნდა გაგვეკეთებინა! - მოდით კარაოკე ვითამაშოთ... - ჩონგუკმა თავიზი აზრი გამოთქვა!
- არააააა... - მე და ემამ ერთდროულად წამოვიძახეთ! ერთმანეთს შევხედეთ და ლაპარაკი მე განვაგრძე... - საშინლად ვმღერით!
- არაუშავს... წაგებული ამ წვიმაში გავა და სასმელს მოიტანს!
- კარგი აზრია - დანარჩენი ბიჭებიც დაეთანხმნენ!
- უსამართლობააა... - ემა ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა... მისი შემოთავაზება მომეწონა და ლაპარაკი განვაგძე. - კარგიიი ოღონდ, შემდეგ თამაშს გოგოები მოვიფიქრებთ!
- კარგი...

კარაოკე ჩავრთეთ და მთელი სახლი ავიკელით...
- მეზობლებმა თუ მიჩივლეს, თქვენ აგებთ პასუხს! - ხუმრობით ვუთხარი Shape Of You-ს ტექსტში ჩაფლულ ბავშვებს. რა თქმა უნდა, პასუხი არავინ გამცა... - ჯანდაბა თქვენს შორის ვინმემ ინგლისური იცის? იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ნამღერის გარდა ყველაფერს ვუწოდებდი!
- მგონი სასმელზე წასვლააა მოგიწევთ... - ემაც ამყვა და ხელები ერთმანეთზე გაახახუნა.
- თქვენს ადგილას ენას კბილს დავაჭერდი... - იუნგიმ ცინიკურად გაიღიმა და ქეიპოპ მუსიკები ჩართო... ჯგუფებად დაიყვნენ. პირველ ჯგუფში ტაე, კუკი და ჯიმინი იყვნენ, მეორეში - ჯინი და ნამჯუნი, მესამეში - იუნგი და ჰოსეოკი...

პირველი ჯგუფის დრო მოვიდა... სიმღერა დაიწყეს და ვაააუუ... ეს მართლა სასწაული იყო! მათი ხმა რაღაც არაამქვეყნიურად კარგი იყო... ემას გადავუჩურჩულე:
- დარწმუნებული ხარ, რო ისევ ისინი არიან, ვინებიც რამოდენიმე წუთის წინ მღეროდნენ?!
- ჯიმინი მკლაავსსს...
- რა?! - მანიაკივით შესცქეროდა ჯიმინს...
- ნახე რა სრულყოფილებააა!!!
- რამოდენიმე წამის წინ, ზუსტად მაგას ამბობდი ჰოსოკზე...
- ხოო?! არ დავკვირვებულვარ!
- ჯანდაბა... შეყვარებული გჭირდება!

რა თქმა უნდა, ჩვენ წავაგეთ. სამწუხაროდ სასმელზე წასვლა მხოლოდ მე მომიწია... ემა დარჩა! ტაეს გამოყოლა უნდოდა, მაგრამ დანარჩენებმა უთხრეს, რომ ეს მხოლოდ წაგებულს უნდა გაეკეთებინა! საშინლად წვიმდა, საბედნიეროდ მაღაზია შორს არ იყო...
- აიშ... ვერაფერს ვხედავ! - ისეთი კოკისპირული წვიმა იყო, რომ რამის დანახვა რთული იყო... ბოლოს, როგორც იქნა, რაღაც გამოსახულება დავინახე... თავიდან გამიხარდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რო ეს არც მაღაზია იყო და არც ადამიანი! ვუახლოვდებოდი მაგრამ ჩვენს შორის მანძილი მაინც არ იცვლებოდა! გავრბოდი, მაგრამ მანძილი მაინც უცვლელი იყო! სხვა მხარეს წავედი მაგრამ იგივე სურათი დამხვდა!
- ღმერთოოო... ეს ისევ ხდება! - სხვა მხარეს მივტრიალდი და სუნთქვა შემეკვრა... ის რაღაც არსება რაც სკოლაში ვნახე ახლა ჩემს წინ იდგა! მხოლოდ მისი სახე ჩანდა და ის... ის ისეთი საშინელი და შემაძრწუნებელი იყოოო!

ჩემი შეყვარებული შეშლილია!जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें