თავი 23

1K 118 20
                                    

- კარგი, მაგრამ შენც ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე! - სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
- ტაე! ყველაფერს ნუ ართულებ...
- აჰამ... გასაგებია! ვემზადებით ბრძოლისთვის... - მუშტები მოიღერა და აქეთ-იქით ხტუნვა დაიწყო!
- ტაეეე! ხუმრობის დრო არააა!
- და ვინ ხუმრობს?! - ისე მელაპარაკებოდა, რომ ხტუნვას არ წყვეტდა.
- გეყოოს და წადიი!
- აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი სანამ ჩემთან ერთად არ წამოხვალ, ან სანამ ეს გოლიათი არ მომკლავს!
- რა ჯანდაბა გემართებააა?! იცი, რომ მასთან ჩხუბს აზრი არ აქვს და მაინც გინდა, რომ ეს გააკეთო?!
- კარგი რააა... აღიარე, რომ ეს უფრო მამაკაცურს მხდის!
- სერიოზულად?!
- აჰამ... ოჰოოოო! ამასობაში ჩემი მოწინააღმდეგეც მოეგო გონს! მოდი აბა მანახე რა შეგიძლია! - "გოლიათს" გავხედე და მისმა გამომეტყველებამ სუნთქვა დამავიწყა!
- ჯანდაბა ტაე! მართლა მოგკლავს! წადი! მიდი დროზე! წავედით!
- ჰმ?! წავედით თუ წავედი?!
- წავედით! წავედით! - ზედიზედ მივაყარე...
- აბა კარგად ლამაზოოო! იცოდე, რომ ამ გოგომ გადაგარჩინააა! გირჩევნია არსად გადამეყარო!
- ავადმყოფი ხარ!
- ჰაჰაჰაჰაჰა... ვიცი!

დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გაუჩერებლად მოვრბოდით...
- მგონი კარგა მანძილით ჩამოვიტოვეთ! - იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ძლივს ამოვღერღე! ქანც გაწყვეტილი ტაე თავის მუხლებს დაეყრდნო და მძიმედ სუნთქვა დაიწყო...
- ასე ფიქრობ?!
- აჰამ!
- მაშინ... ცოტა დავისვენოთ და... სახლში წავიდეთ!
- მე... მე ვერ წამოვალ...
- ნორა!
- ...
- გახსოვს, მე იქიდან მხოლოდ იმ პირობით წამოვედი, რომ შენც ჩემთან ერთად წამოხვიდოდი!
- და წამოვედი კიდეც...
- არაა... თუმცა ხოო! აშკარად არასრული პირობა იყო... ჯანდაბა!
- მაპატიე, მაგრამ... მოკლეთ, ნახვამდის! - თავი დავხარე, ტაეს ზურგი შევაქციე და გზას გავუყევი!
- ნორააა! - მაჯაში მთელი ძალით ჩამავლო ხელი და მისკენ მიმატრიალა, ჩემს წინ დაიჩოქა და ერთი ამოსუნთქვით მითხრა:
- ვიცი, რომ ძალიან გიჟურად გაიჟღერებს, მაგრამ ცოლად გამომყვები?!
- რ... რაა?!
- ცოლად გამომყვები?!
- ტაეეე... ეს სასაცილო არააა!
- სრული სერიოზულობით გეუბნები!
- ამმმ... არ ვიცი... მე... მე... მაპატიე, მაგრამ არ... - სიტყვა შემაწყვეტინა!
- კარგი დასაფიქრებლად დროს მოგცემ! უბრალოდ მინდა იცოდე რომ ყველანაირ ნორას მივიღებ! ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მოჩვენებას ხედავ თუ რაიმე სხვას რადგან სიგიჟემდე მიყვარხარ! და კიდევ ამით იმის დამტკიცებაც მინდა, რომ ემა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს და...
- შეწყვიტე!
- ჰმ?!
- ტაე... ამის დასამტკიცებლად ხელის თხოვნა ნამდვილად არაა საჭირო! ყველაფრის მიუხედავად გული ჯერ კიდევ მტკივა... რადგან იმ ხმალმა რომელიც შენ დამარტი გული დამიფლითა. დააა... არამგონია ეს ჭრილობა ასე მალე შემიხორცდეს... - თვალები ნელნელა წყლით ამევსო. ვცდილობდი, რომ ცრემლები შემეკავებინა, მაგრამ როგორც ჩანს საკმარისად კარგად არა! ისინი ლოყებზე ნაზად დაეშვნენ და წვიმისგან დასველებულ ასფალტს შეუერთდნენ.
- არ ვიცი ეს რამდენად დაგეხმარება მაგ ჭრილობის შეხორცებაში, მაგრამ მაიმც გეტყვი... მაპატიე...
- არა, არა! ყველაფერი ასე მარტივად არაა! შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ იქნებ დროა რომ შესვენება ავიღოთ?!
- ანუ მშორდები?!
- მე ეგ არ მითქვამს...
- მაგრამ იგულისხმე!
- არა!
- ნუ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს! თავიდანვე შეგპირდი, რომ გვერდიდან არასოდეს მოგშორდებოდი და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ! მშორდები?! მე არ გშორდები! ნორა მიყვარხარ! დაა გთხივ კიდევ ერთი შანსი მომეცი!
- ისევ იგივეს იმეორებ...
- ჯანდაბა, ნორააა! ტყუილად ბრაზობ! მე საერთოდ არფერ შუაში ვიყავი! გეფიცები! ემამ რაღაც დამალევინა და... მერე შენც იცი რაც მოხდა! მე გონს მხოლოდ შენი მოსვლის შემდეგ მოვეგე.
- შენ არ თავი, რომ ჩემი სურვილი იყოვო?!
- ეგ რომ არ მეთქვა, შენ ნორას...
- მოვკლავდი!
- ახლა ხვდები ხო?!
- მე...
- ჰეიიიი ნოოორააააა~ - სიტყვა ქუჩის მეორე მხრიდან მომავალმა ბიჭმა გამაწყვეტინა! ეს ხმა... მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან. - ნოორრრააააა~ - მისკენ გავიხედე და ადგილზე გავშეშდი! - როგორც ჩანს მიცანი!

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now