თავი 5

1.2K 131 25
                                    

- კუკიმ მითხრა, რომ შენთვის არ დაურეკავს!
- რააა? აბა ვინ იყო?! აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის იყო! ჩემი "ქრაშის" ხმას ვცნობ!
- ასე ნუ მოიხსენიებ! ის შენი "ქრაში" თუ რაღაც ჯანდაბა, აღარაა! - მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი ეწყინა და ამის გამოსწორება დავიწყე:
- მართალი ხარ, ოპპაა...
- როგორ?! რა დამიძახე? - თვალები გაუნათდა და პატარა ბავშვივით დაიწყო ცმუკვა!
- ოპპააა...
- ვაიმეეე... როგორრ? კიდევ ერთხელ გაიმეორე გთხოვ!
- დამშვიდდი ოპპაა...
- ოოოოო ღმერთოოოო... გულიიიი! - თან თავის გულს ეფერებოდა. ის ისეთი საყვარელი იყოო... ვუყურებდი და უბრალოდ ვიღიმოდი! - გინდა სადმე გავისეირნოთ?
- და გაკვეთილებს რა ვუყოთ?!
- თან წავიღოთ... მათ გარეშე წასვლა უხერხულია, ეწყინებათ და მერე ერთ ამბავს ატეხენ!
- ტაე!!!
- ხო აბა ეგ რა ტიპის კითხვა იყო?! აშკარაა, რომ უნდა გავაცდინოთ!
- აუ არ ვიცი... არ მინდა სკოლის გაცდენა!
- კარგი მოდი, როგორც ყოველთვის ახლაც არჩევანის საშუალებას მოგცემ: მე ან სკოლა!
- საერთოდ არ მეხმარები!
- 5 წამს გაძლევ!
- ტაეეე...
- 5
- მერე დედას რა ვუთხრაა?
- 4
- ჯანდაბააა...
- 3... ცუდ სიტყვებს ნუ ხმარობ ლამაზო!
- ორ ცეცხლს შუა ვიწვიიიიი!
- 2... მე წყალი მაქვს!
- და რო არ ავირჩიო რა მოხდება?!
- 1... სეულიდან წავალ!
- რააა?!
- დრო იწურებაა...
- კარგი! შენ... შენ გირჩევ!
- ასეც ვიცოდი.
- ვერ გიტან!
- მეც მიყვახარ... სახლში გაივლი თუ აქედანვე წავიდეთ სასეირნოდ?
- სახლში გავივლი.

გზაში ორივე ვდუმდუმდით... მე ნაოშნიკები მეკეთა და K.A.R.D.-ის ახალ მუსიკას ვუსმენდი! ბოლოს ტაემ ვეღარ მოითმინა და თქვა:
- როდის უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ამ დღეებში გემართება?!
- ჰმმმ... რამე მითხარი? - ცალი ყურიდან ნაოშნიკი გამოვიძრე და მივაშტერდი...
- როდის ვაპირებთ იმაზე ლაპარაკს, რაც ამ დღეებში გემართემათქო!
- არ ვიცი, ღირს თუ არა... მეშინია ვინმემ შეშლილად არ შემრაცხოს!
- ვინმესთვის მოყოლა ცადე?
- დაახლოებით...
- ხოდა გისმენ!

ტაეს ყველაფერი მოვუყევი... და მისი სახის გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებთ, ძალიან გაკვირვებული არ ყოფილა.
- მგონი მართლა გავგიჟდიიი... - არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ გზაზე მიმავალ მანქანებს აკვირდებოდა. - სწორედ ამიტომ, არ მინდოდა შენთვის და ზოგადად ვინმესთვის ამის თქმა... - მისი დუმილი მაგიჟებდა! მერჩივნა ეყვირა ან თუნდაც ეთქვა, რომ შეშლილი ვგონივარ, ოღონდ არ გაჩუმებულიყო... უკვე ნამდვილად ვნანობდი, რომ ეს ყველაფერი ვთქვი! ჯანდაბა ნორა! არ შეგიძლია, რომ ენას კბილი დააჭირო?!

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now