თავი 24

1.4K 147 35
                                    

არ ვიცი ეს კარგია, თუ ცუდი, მაგრამ მე სახლში ვბრუნდები!

ნუთუ ამდენი ხნის შემდეგ, ისევ შევძლებ ძველი ცხოვრების დაბრუნებას? თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, როდესაც იმ ადამიანებთან ერთად ხარ რომლებსაც საკუთარ თავზე მაღლა აყენებ და რაც მთავარია, ისინიც იმავე გრძნობით გპასუხობენ!

- ნორაა... ჰეიი... გაიღვიძე პატარა მძინარა ქალბატონო... - დილით ტაეს ხმამ გამაღვიძა!
- ჰმმმმმ... მღვიძავს~
- ხოო აბა რააა! ეჭვიც არ მეპარება... - ლოყაზე მაყოცა... - კარგი გეყოს საწოლში კოტრიალი და ადექი...
- 5 წუთიც და...
- ან ახლავე ადგები ან მანდ კიდევ კარგა ხანს მოგიწევს დარჩენა! - სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა...
- მხოლოდ 5 წუთს გთხოვ!
- ...
- მადლო... - სიტყვა ტაეს ქმედებამ გამაწყვეტინა! მისკენ გადამატრიალა და ზემოდან მომექცა...
- მგონი საკმარისად დიდ ხანს ვიცადე!
- რა? რას გულისხმობ? შენი ღიმილი მაშინებს... - ჩემი კითხვები აინუსშიც არ ჩააგდო და ჩემს ყელთან ნელნელა დაეშვა! - კარგი, კარგი! ავდგები... უბრალოდ გადადი!
- უკვე გვიანია... - ჩემს ყელს ისე დაეძგერა, როგორც უდაბნოში მყოფი კაცი წყალს!

- ამმმ... ტ... ტააეე... - მინდოდა შევწინააღმდეგებოდი მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა!
- ჩშშშ...
- მეე... მეჩქარება!
- ...
- ტაეე!
- არ მაინტერესებს... - ნელნელა ხელებით საღამურის ღილებს მიხსნიდა!
- ხომ იცი, რომ მე... მე არასოდეს...
- დამშვიდდი! არ გატკენ... - ღილების გახსნა დაასრულა და მხოლოდ ერთი მოძრაობით ჩემი საღამური იატაკს გააკრა... - ჯანდაბა! - წამიერად გაჩერდა და გადიდებული თვალებით მიყურებდა! - საოცრად მინდიხარ! - ვგრძნობდი, რომ სახეზე სულ მთლად წითელი ვიყავი.

ზედა გაიძრო და ისიც მოისროლა! ახლა ჩემი ქვედა საღამურის გაძრობა დაიწყო, რასაც დიდი ხანი ნამდვილად არ მოანდომა!
- ჰეი ნორა... - ოთახში ქეი შემოვარდა მაგრამ აშკარარიყო რომ ამას ნანობდა! - ჯანდაბა! არ ვიცოდი, რომ თქვენ... თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს! ტაე გადი ოთახიდან!
- კარგი რააა ქეიიიი~
- მეორეჯერ აღარ გავიმეორებ!
- კარები უნდა ჩამეკეტა... - ტაე ბუზღუნით წამოდგა საწოლიდან, ტანსაცმელი აიღო და კარები მთელი ძალით გაიხურა!
- აიშ... მადლობა ქეიიი~ ამ წამს გადამარჩინე!
- არაფრის... მოკლეთ, აქ შენს გადასარჩენად არ მოვსულვარ! სალაპარაკო მაქვს...
- ააა ხოო... გისმენ!
- მინჰომ ყველაფერი მითხრა...
- ანუ?!
- ანუ რაც გემართება და რასაც ხედავ!
- ააამ... და ეხლა ჩემს გასალანძღად მოხვედი თუ რა ხდება?!
- არა! რამოდენი წლის წინ მეც ზუსტად შენსავით ვიყავი... მოჩვენებები და ამბები!
- რაა?!
- ხოო...
- ანუ ეხლაც ხედავ?! და ამ ტვირთთან ერთად ცხოვრება არ გიჭირს?!
- ზურგზე ისევ რო მაწვეს, ალბათ გამიჭირდებოდა!
- მოიცა, დავიბენი...
- გაქრნენ! ერთი წლის წინ ყველაფერი შეწყდა!
- რა?! როგორ?! რა გააკეთე?!
- წარმოდგენა არ მაქვს! უბრალოდ ვაიგნორებდი...
- ხუმრობ ხო?! იმ საზიზღრობას როგორ აიგნორებდი?!
- თავისულად!
- აამმ... მე არამგონია ეგ შევძლო...
- თავიდან მეც ეგრე მეგონა! მაგრამ ხომ
ხედავ შევძელი! სულ მარტივია... უბრალოდ მათ გამოჩენისას სხვა რამეზე გაამახვილე ყურადღება!
- ქეიიი~ - სიხარულისგან ფეხზე წამოვხტი!
- რა მოგივიდა?!
- ეგეთი რაღაც უკვე გავაკეთე!
- მართლა?! როდის?
- გუშინ! როდესაც ბაღში ის რაღაც დავინახე ყურადღება ვეღარ მივაქციე და უბრალოდ გაქრა!
- ხოდა გილოცავ! თუ გაგიმართლა აღარასოდეს დაინახავ... ან შეიძლება ერთი ორჯერ კიდევ მოგიწიოს იგივეს გაკეთება.
- მიყვარხარ ქეიიი! - მთელი ძალით ჩავეხუტე.
- მეც... მაგრამ ეცადე, რომ არ დამახრჩო...
- უიი... მაპატიე...

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now