თავი 21

953 105 24
                                    

დღეს სახლში ადრე მომიწია მისვლა... კარები შევაღე და თვალში, პირველად, ქალის ფეხსაცმელი მომხვდა! კარი დავხურე და მის ასაღებად წავედი... ავიღე თუ არა მეორე წყვილი დავინახე. ისიც ავიღე! "რაღაც რიგზე ვერ უნდა იყოს!" ჩემთვის ჩავილაპარკე...

ზედაც დავინახე... კიბეებზე ეგდო! მივუახლოვდი და ავიღე.
- ქეიიი და მინჰოოო! ვერც ერთი ვერ გადამირჩებით! - სიცილით ვთქვი და აქაიქ დაყრილ ტანსაცმლებს გავყევი... ბოლო გაჩერება ტაეს ოთახი იყო! ოთახიდან არანაირი ხმა არ გამოდიოდა, ამიტომ დაუკაკუნებლად შევაღე და ღიმილი სახეზე შემახმა... თითოეული აკრეფილი ტანსაცმელი ხელიდან ერთმანეთის მიყოლებით გამივარდა!
- არააა... ეს სიმართლე ვერ იქნებაა... - სახეზე სიმწრის სიცილი დამთამაშებდა! - ალბათ მესიზმრება... ნამდვილად! - სილა გავიწანი, იმ იმედით, რომ ოთახში გავახელდი თვალებს, მაგრამ ამაოდ! - არააა! ესს... ეს სიმართლე ვერ იქნება! - სისხლი თავში მირტყავდა... ეს კი იმიტომ, რომ ჩემს წინ ვხედავ ემას, რომელიც ჩემი შეყვარებულის "ავლადიდებას" ეჯდა ზემოდან!

ვხვდები, რომ ნელნელა კონტროლს ვკარგავ!
- ემაა... შენთვის საკმარისი არ იყო რაც გამიკეთე ხოოო?! ახლა შეყვარებულსაც მართმევ! თუმცა, რა თქმა უნდა! შენ ხომ თავიდანვე ეს გინდოდა! - ნელნელა მათ ვუახლოვდებოდი და ლაპარაკის ტონს მანამდე ვუწევდი, სანამ ყვირილზე არ გადავედი! ემამ ნიშნის მოგებით გამომხედა მაგრამ გამომეტყველება მალევე შეეცვალა!
- მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ!!! - თმებში ვწვდი და შიშველი ემა ძირს დავანარცხე! ტაეს შევხედე და ის ადგილიდან არ იძვროდა... უბრალოდ იწვა... მისმა გამომეტყველებამ უარესად გამაცოფა და ემას ზემოდან მოვექეცი! - გეგონა ყველაფერი ასე შეგრჩებოდა არააა?! ამაზრზენი ხარ ემააა!
- ხომ გითხარი ჩემი იქნებათქო! - თითქმის ჩურჩულით მითხრა და თან ცინიკური ღიმილიც დაამატა... ნაძლევს ვდებ ჩემი გაგიჟება უნდა! სილა გავაწანი... ისევ... ისევ... ისევ... ისევ... ისევ...

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Dove le storie prendono vita. Scoprilo ora