თავი 14

996 103 12
                                    

ტაეს ტყუპისცალი ყავს?! და ამის შესახებ ეხლა რატომ ვიგებ? უბრალოდ ამის დამალვის მიზეზს ვერ ვხვდები...

ბიჭი ნელნელა მიახლოვდებოდა! მე კი ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის ლოგიკური ახსნა მეპოვნა! მსგავს ფიქრებში გართული, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როდესაც ყურთან ტაეს ძმის ხშირი სუნთქვა ვიგრძენი... ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ინსტიქტურად უკან გადავხტი! კედელს მივეჯახე და მთელი სხეულით მას ავეკარი...

ტაეს ძმა არა და არ ჩერდებოდა!
- მეეე... მეე... მე ტაესთან ერთად ვარ! - ძლივს ამოვილუღლუღე!
- დაა... ეგ რასს ცვლისს?! -  ცალ ყბად გამიღიმა და ცალი ხელი კედელს მიადო.
- ჰეიიიი... მგონი ეს უკვე ზედმეტია! -  ჩემი ნათქვამი დააიგნორა, თავი გვერდზე გადახარა და ჩემს ტუჩებს მიაშტერდა! დიდხანს არც უყოყმანია, უბრალოდ ადგა და ჩემს საკოცნელად გამოიწია... თავი ვეღარ შევიკავე და სილა გავაწანი!

წამიერად მეგონა, რომ დრო გაჩერდა! თვალებ გაფართოვებული შევცქეროდი და მის რეაქციას ველოდებოდი! ის კი უბრლოდ იდგა... დრო ვიხელთე და კარებისაკენ მთელი სისწრაფით გავიქეცი!

ტაქსი გავაჩერედე და სახლში წავედი! გზაში ტაემ დამირეკა... მაგრამ გავუთიშე... შეიძლება ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ამ წამს მასთან საუბარი ყველაზე ნაკლებად მინდა!

მძღოლს თავისი კუთვნილი თანხა მივეცი და სახლში შევედი! სულ დამავიწყდა, რომ სახლში, სიზმრებში ჩადლული დედაც იყო... ჩემს ოთახში ავედი და როგორც კი კარების ზღურბლს გადავაბიჯე მაშინვე ბოლო ხმაზე ვიკივლე! ჩემს საწოლზე ტაეს ძმა იჯდა... ჯანდაბა, საიდან გაიგო ჩემი მისამართი?! ან რა იცოდა, რომ ეს ჩემი ოთახი იყო?!

ჩემს კივილზე დედას გაეღვიძა და ოთახიდან თმებ აპურწკნული და თვლებ დაჩუტული გამოვიდა!
- ნორააა... რა ჯანდაბა მოგივიდა... ხომ გითხარი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი?! - ჩემი ოთახიდან მოხერხებულად გადმოვხტი და კარები გამოვიხურე!
- მაპატიე დეეე... უბრალოდ საშინლად დიდი ობობა დავინახეეე!
- და ამხელა ხმაზე მაგის გამო იკივლე?!ვაიმე შვილო, ჩემს აქ არყოფნაში სულ გადარეულხარ! - გავუღიმე და ბოდიში კიდევ ერთხელ მოვუხადე, ამის შემდეგ კი ის ისევ თავისსოთახში დაბრუნდა!

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now