თავი 13

960 114 23
                                    

დღეს დედა ჩამოდის! მთელი დღეა აჟიტირებული ვარ და ერთ ადგილას ვერ ვჩერდები...

მთელი ერთი თვეა არ მინახავს! ღმერთო, მთელი ამ დროის განმავლობაში თავს რამდენი რამე გადამხდა! არ ვაპირებ, რომ დედას ყველაფერი ვუამბო და ჩემი პრობლემებით უფრო დავამძიმო!

მთელი დღეა აქეთ-იქით დავრბივარ და ყველაფერს ვაწესრიგებ! არ მინდა დედას აქაურობა არეული დავახვედრო... ტაე პროდუქტების საყიდლად წავიდა და გადავწყვიტე, რომ მის მოსვლამდე გასაბერი ბუშტების და სხვადასხვა სუვენირების საყიდლად წავსულიყავი... მაღაზია შორს არ იყო ამიტომ მალევე დავბრუნდი!

კედელზე გასაკრავი რაღაც ვიყიდე,
რომელსაც "WELCOME" ეწერა! ტაეც ფეხდაფეხ მომყვა... ყველაფერი ამოვალაგეთ და სამზადისი დავიწყეთ.
- ნორააა~
- გისმენ...
- შაქარი სად დევს?
- შენგან ხელმარჯვნივ, მაღლა როა კარადა ეგ გამოაღე და ტკბილეულების უკან იდება!
- აააა ჩაი რო აწერია ეგაა?!
- ხოოოო. - სიცილით ვუპასუხე.
- ჰმმ... ორიგინალურია!
- და შაქარი რათ გინდა?!
- კვერცხს ვწვავ და... - შაქრის ყუთი მოიმარჯვა, რათა ათქვეფილ ქვერცხში ჩაეპირქვავებინა!
- რაააა?! მოიცაააა! ეგ არ ქნააა! მანდ შაქარს არ ყრიააანნნნ!
- ჯანდაბა...
- არ მითხრა რო...
- უკვე ჩავყარე...
- ტაეეეე! - ჩემი საქმე მივატოვე, მასთან მივედი და ღიმილით ვუთხარი: -
ოდესმე ტკბილი კვერცხი გიჭამია?!
- არაა!
- მაშინ გილოცავ, დღეს შენ, ცხოვრებაში პირველად გასინჯავ ტკბილ კვერცხს! - ამის გაგონებაზე, ტაეს სახე დაემანჭა. ერთდროულად საყვარელიც იყო და სასაცილოც.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now