თავი 10

1K 115 12
                                    

უკვე სამი დღე გავიდა, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს. ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ადგომა არ შეიძლებოდა, რადგან ტვინის შერყევა გართულებული მქონდა და შეიძლებოდა ამას საშინელი შედეგები მოჰყოლოდა! თავზე სამი ნაკერი მედო... სახეზე ნაკაწრები თითქმის აღარ მეტყობოდა.

საწოლში ვიწექი და საავადმყოფოში მომხდარზე ვფიქრობდი. რატომ მაჩვენა თავისი ცხოვრება? რის თქმას ცდილობდა ამით? იქნებ უნდა, რომ მეც ისე დავასრულო ცხოვრება როგორც მან? ან პირიქით, უნდა რომ თავისი შეცდომა არ გავიმეორო? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ საკითხზე, მით უფრო მეტი კითხვა მებადებოდა.

ოთახში ტაე შემოვიდა და ეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ შევხტი...
- აქ რას აკეთებ? - დაბნეულმა ვკითხე.
- ამმმ... დაგავიწყდა? საცხოვრებლად აქ გადმოვედი.
- ააა ხოოო...
- როგორ ხარ? - ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.
- ძველებურად, შენ?
- კარგად ვიქნები, თუ მეტყვი იმ დღეს რაც მოხდა!
- ხომ გითხარი... საწოლში ვიწექი და ისევ ის პატარა გოგო გამომეცხადა. იმდენად შემეშინდა, რომ საწოლიდან ადგომაც ვერ მოვახერხე და პირდაპირ იატაკზე გავიშხლართე! თავზარდაცემულმა, გზა ოთხით განვაგრძე და კიბეებზე ჩასვლისას დავგორდი... თავიც სწორედ მაგ დროს გავიტეხე!
- და ეგ ყველაფერი იმის მერე მოხდა რაც ემა აქედან წავიდა? - თვალები გამიფართოვდა, სიმწრის ოფლმა დამასხა და აკანკალებული ხმით ვკითხე:
- და შენ საიდან იცი რო ემა აქ იყო?!
- აქ რომ მოვდიოდი მაშინ შემხვდა! მითხრა, რომ გეძინა და არ გინდოდა ვინმეს გაეღვიძებინე! ამიტომაც ჩემი ბარგი მის მანქანაში შევინახე და კაფეში წავედით! იქ ცოტა დავლიეთ... და კიდევ... ის წუხს იმის გამო, რომ არ გირეკავდა და არც გწერდა!
- ჰაჰ... ეჭვიც არ მეპარება!
- მას შენი დახმარება უნდა, ნორა... უნდა, რომ გამოგაჯანმრთელოს...
- დამიჯერე, უკვე საკმარისად გამომაჯანმრთელა!
- რას გულისხმობ?
- არაფერს, უბრალოდ.... დაივიწყე!
- ის რაც შენ გჭირს... ნორმალური არაა... ალბათ ამას შენც ხვდები!
- ტაე! პირდაპირ მითხარი რისი თქმაც გინდა!
- მეე... - სიტყვა კარებზე კაკუნმა შეაწყვეტინა! - ვინმეს ელოდები?
- არაა... - საწოლიდან წამოდგა და ქვევით ჩავიდა! ალბათ დედაა... შეიძლება ადრე მორჩა სამუშაოს და ჩამოვიდა! მაგრამ რა უნდა ვუთხრა ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახავს?! იმაზე ვფიქრობდი თუ რა უნდა მეთქვა დედასთვის და ამ დრო ტაე შემოვიდა... კედელთან აიტუზა და მთელი არსებით იღიმოდა!
- რა ხდება? - ისეთი საყვარელი იყო, რომ ძალაუნებურად მეც გამეღიმა!
- შენთან მნიშვნელოვანი სტუმარია... - კარებისკენ გაიხედა და ვიღაცას თავით ანიშნა რომ შემოსულიყო!

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now