თავი 19

951 106 23
                                    

უკვე ოთხი დღეა რაც სახლიდან წამოვედი, მაგრამ დედას ჯერაც არ დაურეკავს... სიმართლე გითხრათ, ხანდახან სახლში დაბრუნების სურვილიც მიჩნდება, მაგრამ თავს ვიკავებ! არ იფიქროთ, რომ ამას სიამაყის გამო ვაკეთებ... ნამდვილად არ ველოდები იმას რომ პირველ ნაბიჯს დედა გადმოდგამს, რადგან ვიცი რომ ეს არასოდეს მოხდება! უბრალოდ, დასაბრუნებლად არ ვარ... ცოტაოდენი დრო კიდევ მჭორდება!

მინჰოსთან თავს კარგად ვგრძნობ... უფროსწორად ძალიან კარგად! ქეი ხშირად გვსტუმრობს ხოლმე, მაგრამ მასთან დიდ დროს ფიზიკურად ვერ ვატარებ... მოვა თუ არა, მინჰო მაშინვე თავის ოთახში მიათრევს და... ნუ ძნელი მისახვედრი არაა რასაც იქ გააკეთებენ!

ახლაც ეგრეა... მაღლა არიან ჩაკეტილები. მე კი ტელევიზორთან ვზივარ და რაღაც გადაცემებს ვუყურებ! ტელეფონზე ვიღაც მირეკავდა. დავხედე თუ არა სახე მაშინვე გამინათდა, თვალები შუბლზე ამივიდა და სიხარულისგან აქეთ-იქით დავიწყე ხტუნვა! ტაე იყო... ერთი შეხედვით დიდი არაფერია, მაგრამ დამიჯერე ჩემს ადგილას, რომ ყოფილიყავი შენც ასე მოიქცეოდი! რაც წავიდა, მას შემდეგ არ გვილაპარაკია. ამ ემოციებში ვეღარ გავაანალიზე, რომ უნდა მეპასუხა! შუბლზე ნაზად მივირტყი ხელი:
- ღმერთო, რა სულელი ვარ! - გავიცინე და ვუპასუხე... - გის...
- ნორაააააააა! - მხოლოდ ეხლაღა გავაანალიზე თუ როგორ მომენატრა ეს ღრმა და სულში ჩამწვდომი ხმა...
- გისმენ!
- მიყვარხარ!
- მეეცცც, მარა რა ხდება? - სიცილით ვუპასუხეე.
- სიგიჟემდე მიყვარხარ, ამაზე მეტი რა უნდა ხდებოდეს...
- მოიცაა, შენ რა, დალიე? - ამაზე უფრო მეტად გამეცინა.
- ცოტააა~
- ვაიმეეე ტაეეე... - სიტყვა შემაწყვეტინა.
- მომენატრა ეგ... ანუ როგორც მეძახი!
- მე კიდევ, შენ მომენატრე!
- ჩამოვალ... გავიმარჯვე და ახლა სწორედ ამას ავღნიშნავ!
- რას გულისხმობ? - გულმა სწრაფად ძგერა დამიწყო!
- მოვდივარ ნორა! სულ მალე შენთან ვიქნები! გავთავისუფლდი... გესმის?! გავთავისუფლდი!
- ...
- ნორა?!
- ...
- ნორააა!
- ...
- შენ რა ტირი?!
- არა... - ცრემლები მოვიწმინდე.
- ჩემოო პატარავ... გეფიცები რო ჩამოვალ ისე ჩაგეხუტები, რომ სუნთქვა ვეღარ შეძლო!
- მიყვარხარ... - უფრო ავტირდი. რა თქმა უნდა, ეს სიხარულის ცრემლები იყო! ლოყები ამიწითლდა. თბილი და ნაზი ცრემლები კი მასზე ერთმანეთის მიყოლებით მიგორავდნენ ისე, თითქოს მათ გაგრილებას ცდილობდნენ!
- ვიცი... ვიცი...
- ...
- ნორა! უნდა წავიდე... შეხვედრამდე!
- კარგად.

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now