თავი 12

1K 110 26
                                    

ამდენი ხნის შემდეგ დღეს სასწავლებელში პირველად მივდივარ! უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება...

შენობაში შევაბიჯე თუ არა, ყველას ყურადღება მივიპყარი... ეს სასიამოვნო ნამდვილად არ იყო! მიყურებდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ და იცინოდნენ. ჩანთიდან ნაოშნიკები და ტელეფონი ამოვიღე, მუსიკები ჩავრთე და ჩემი კლასის გზას გავუდექი...

გრძელი კოლიდორის ბოლოს, როგორც იქნა ჩემი კლასის კარები დავინახე... სათის სანახავდ ტელეფონი ამოვიღე და ამ დროს ვიღაცამ მხარი მთელი ძალით გამკრა... გამიჭირდა მაგრამ, თავის შეკავება შევძელი და არ წავიქეცი! მაგრამ მისი ჩანთა ჩემს ნაოშნიკებს გამოედო და ტელეფონიანად ძირს დაანარცხა! ბიჭმა მთელს ხმაზე დაიწყო ყვირილი:
- არააა... მე მას შევეხეეე! რატომ ღმერთოოო?! ახლა მეც მომეჩვენება რაღაცეეები?! - თან ამაზრზენად იკლანკებოდა. დანარჩენები იდგნენ და სიცილისგან იგუდებოდნენ!

ისინი უბრალოდ დავაიგნორე და ტელეფონი ავიღე... გაშეშებული ვიდექი და მის დამსხვრეულ ეკრანს ვუყურებდი! ვფიქრობდი, ღირდა თუ არა მათთვის რამის თქმა...

ისევ ნაოშნიკები გავიკეთე, ბრბო გავჭერი და გზა განვაგრძე... ვერ ვხვდები დაცინვით რა სიამოვნებას იღებენ... ამით შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდეც მიიყვანონ! ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამ დაცინვით საერთოდ არ მიმარტივებენ ცხოვრებას?!

კლასში შევედი, ჩემს ადგილას მივედი, მაგრამ იქ უკვე ვიღაც იჯდა.
- უკაცრავად მაგრამ ეს ჩემი ადგილია! - ჩანთა მის... უფროსწორად ჩემს მერხზე დავდე.
- უკვე აღარ... - ცინიკურად გამიღიმა და გვერდზე მჯდომთან განაგრძო საუბარი! ვიდექი და ვუყურებდი... სიბრაზე უკვე მახრჩობდა, მაგრამ მის შეკავებას მაინც ვცდილობდი.
- ჰეიიი... ვერ გაიგე?! შეგიძლია წახვიდე აქ არაფერი გესაქმება! უკან ადგილი გამოგიყავით და იქ დაჯდები! - თითით კლასის ბოლოს, მარტო მდგას მერხზე მიმითითა! ჩანთა ავიღე და იქითკენ გავეშურე...

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now