თავი 1

2.4K 163 23
                                    

- ნორა... ნორა... - ყურში, დედაჩემის ნაზი და თბილი ხმა ჩამესმის. - საყვარელო ადექი, უნივერსიტეტში დაგაგვიანდება!
- აუუ დეეე... გთხოვ კიდევ 5 წუთი ვიქნები რააა...
- უკვე რვის ნახევარია!
- რააა?! - გიჟივით წამოვხტი საწოლიდან და დედაჩემს მივაშტერდი... - აქამდე რატო არ გამაღვიძეეე?!
- დაწყნარდი საყვარელო, უბრალოდ გეხუმრე... ჯერ რვის თხუთმეტი წუთიც არაა!
- აუუუ კარგი რა დეეეე... მე მიკეთებ ამას? შენს ერთადერთ ქალიშვილს?! - ბალიში დავიფარე სახეზე და საწოლზე დავენარცხე...
- რა ვქნა თუ სხვა გზას არ მიტოვებ!
- დეიდა უკვე წავიდა?
- კი... ნახევარი საათის წინ. - თვალი ამარიდა და ისე ჩაიცინა თითქოს მე დამცინოდა.
- ოოოო ღმერთო ჩემო... კარგი, ავდგები! აუუ დეეეე, ძალიან გთხოვ სანამ გამოვიცვლი ჩაი მომიდუღე რაა...
- ოღონდ შენ ადექი და თუ გინდა კარაქიან პურსაც წაგისვამ... - ამის გაგონებაზე საწოლიდან ისევ წამოვხტი, დედასთან მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტეე. - ვიღაცას აგვიანდებაააა... - თავიდან მომიშორა და ოთახიდან გავიდა.

გამოვიცვალე და სამზარეულოში ჩავედი. თეთრი, მოტკეცილი შარვალი და დიდი ზომის, შავი მაისური მეცვა...

- მადლობა... ძალიან გემრიელი იყოო! მე წავედი, მეჩქარება. საღამოს შევხვდებით... - ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი.

უნივერსიტეტის შესასვლელთან ჩემი მეგობარი, ტაე მელოდებოდა! ის ჭკვიანი, მაღალი, სიმპათიური, გემოვნებიანი და უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო. როგორც ყოველთვის ის დღესაც კარგად გამოიყურებოდა: შავი შარვალი, შავი ზედა და შავი ქურთუკი ეცვა... დამიჯერეთ ეს ერთფეროვნულად ჩაცმაც კი საშინლად უხდებოდა!
- ტაე შენ რა, გინდა რომ გოგოები მოკლა?
- მეე? არა, რა სისულელეა... - გვერდზე მორცხვად გაიხედა.
- ხოო აბა რაა, შენ ხომ ანგელოზი ხარ!
- არა პატარავ, გახსოვს მე უცხოპლანეტელი ვარრრ... - ამის თქმაზე, პირიდან არაამქვეყნიური ბგერები ამოუშვა!
- რა ჯანდაბას აკეთეებ?! - ხელი მკლავზე იმდენად ძლიერ დავარტყი, რომ მე თვითონ მეტკინა მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე!
- აიშშშშ... მტკივნეული იყოო!
- ხოდა შეწყვიტე ბავშვივით მოქცევა!
- ოხ ეს მუდო ხალხი... იუმორისა, რომ არაფერი გაეგებათ... - თავისთვის ჩაილაპარაკა!
- მოიცა, ახლახანს მუდო მიწოდე?
- არა, არა... ნორაააა დამშვიდდი... დაწყნარდი... რას ლაპარაკობ, მაგას შენზე როგორ ვიტყოდი?! - არ იცოდა როგორი სახე უნდა მიეღო და ამიტომ თან იცინოდა, და თან საწყალი თვალებით მიყურებდა. ამასობაში ზარი დაირეკა... - უი ღმერთო, რა დრო გასულა... აბა დროებით ნორა! - ეს თქვა და ისე გაიქცა თითქოს უკან მთელი სეულის ძაღლები მოსდევდნენ.

ჩემი შეყვარებული შეშლილია!Where stories live. Discover now