[2]

2.2K 264 135
                                    

ჯონგუკი მეორე დღესვე ბრუნდება ქალაქგარეთ არსებულ პატარა პარკში . რატომღაც დილიდანვე ღრღნიდა სურვილი, რომ აქ ამოსულიყო, თუმცა არ იცოდა რატომ.

კვლავ ნელა მისეირნობდა ბილიკზე, საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა რატომღაც..

როცა მოაჯირს მიუახლოვდა, სურვილი მოაწვა ზედ შემომჯდარიყო თუმცა გადაიფიქრა როცა ქვევით ჩაიხედა და სიმაღლე შეაფასა.

ის ქერა მხატვარი ალბათ სრულ ჭკუაზე არ იყო აქ რომ შემოჯდა.
ჯონგუკის გონებაში ელვასავით გაირბინა მოაჯირზე შემომჯდარი ბიჭის სურათმა.

გუშინ არ ეძინა, მთელი ღამე მისთვის გადაღებულ ფოტოებს არჩევდა. ასე ძალიან არასდროს გასჭირვებია ფოტოების გადარჩევა, ამ ჯერზე მისთვის ყოველი სურათი უნაკლო იყო, უცნობი ბიჭი ყველა სურათში სუნთქვისშემკვრელად გამოიყურებოდა..

ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა.

ის ჯონგუკისგან მოშორებით, იმავე ადგილას იყო ჩამომჯდარი, ისევ ტილოთი და ფუნჯებით ხელში. თითქოს არაფერი შეცვლილა გუშინდელიდან, მხოლოდ მისი ტანისამოსი. თუმცაღა რა თქმა უნდა კვლავ კლასიკურად, თითქოსდა არისტოკრატიულადაც კი იყო გამოწყობილი, ნამდვილ მოდელს მოგაგონებდათ.

ჯონგუკი ნელა მიუახლოვდა ქერას და გვერდზე ამოუდგა.

"ისევ ხატავ მისტერ მხატვარო?" ისე იკითხა მის წინ გადაშლილი ხედისთვის თვალი არ მოუშორებია

"რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ბატონო ფოტოგრაფო" იგივე ტონით უპასუხა ბიჭმა, თანაც ისე, რომ უმცროსის უეცარ გამოჩენას არანაირი რეაქცია არ გამოუწვევია მასში.

"ამჯერად რას ხატავ?"

"მეგონა მხატვრები და ნახატები არ გიყვარდა" ჩაიცინა ქერამ "დღეს შენობებს და ცას ვხატავ"

"არც მიყვარს, უბრალოდ დავინტერესდი იმ ადამიანით ვინც მე და ჩემს პროფესიას ვერ გვიტანს" მხრები აიჩეჩა ფოტოგრაფმა რასაც ბიჭის ჩაცინება მოჰყვა

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now