[10]

1.4K 192 211
                                    

წინა თავის ჯიგუკის მომენტის კომებში არსებული იუნმინის შიფერების საყურადღებოდ...
მიყვარხართ:დ <3

__________________________

თეჰიონი თავს დაკარგულად გრძნობდა. მთელი საღამო აკვირდებოდა თავის საუკეთესო მეგობარს და ხვდებოდა, რომ ბიჭი სულაც არ იყო ჯონგუკის მიმართ გულგრილად განწყობილი.
უფრო მეტიც, მუდამ ცდილობდა სიცილის დროს მკლავზე შეხებოდა, თავი მის მხარზე ჩამოედო ან მისი ყურადღება მიექცია რაიმეთი.

"თე, რატომ ხარ ჩუმად?" მისკენ იწევა გუკი და ყურთან უჩურჩულებს.

თეჰიონი პატარა ღიმილს იკრავს და თავს აქნევს.

"არაფერია, მართლა"

"მოწყენილი ჩანხარ, გინდა წავიდეთ?" იკითხა და ქერა თმები ყურს უკან გადაუწია რაზეც თეჰიონს ჟრუანტელმა დაუარა, თუმცა უფრო მეტი ტკივილი მოუტანა ამ სიახლოვემ.

'ჯონგუკი ჯიმინთან ერთად კარგად ერთობოდა, იცინოდა და მხიარულობდა, ახლა კი ჩემი სისულელეებით ამას მოვწყვიტე' ფიქრობდა ბიჭი და მუცლის არეში დანაშაულის გრძნობა მწარედ უვლიდა.

"გუკ, ყველაფერი კარგადაა, მართლა გეუბნები" იღიმის და ბიჭის ხელს სახიდან ნელა იშორებს. უმცროსი წარბებს კრავს და ქერას ინტერესით უყურებს, მერე კი თავს უქნევს, მის ხელს ხელში იღებს და დანარჩენებისკენ გადააქვს მზერა.

თეჰიონის მუცელში პეპლები კი არა, მთელი ზოოპარკი იღვიძებს და ბიჭი სასაცილოდ ირწევა რომ როგორმე ეს შეგრძნება დათრგუნოს.

"გუკ!" იძახის წვრილი ხმა.

თეჰიონს არასასიამოვნო ჟრუანტელი უვლის როცა ამ ზედმეტსახელით სხვაც მოიხსენიებს ჯონგუკს, თუმა ამასაც აიგნორებს და მზერა მომღიმარ ჯიმინზე გადააქვს.

"ალბათ უკვე იცი, რომ მოდელი ვარ. ახლა კიდევ ერთი ფოტოსესია უნდა დაიგეგმოს და ჩემი მენეჯერი ფოტოგრაფს არჩევს.. არ გინდა.. ამმ.. გამიხარდება შენ თუ იმუშავებ ჩემთან ერთად" ბიჭი კიდევ ერთხელ ანგელოზივით იღიმის და თეჰიონსაც ავტომატურად ეღიმება. სევდიანად, მაგრამ ეღიმება.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now