[9]

1.5K 179 108
                                    


თეჰიონმა არ იცოდა რა უნდა ეგრძნო.
სიხარული? მან ხომ ამდენი ხნის უნახავი მეგობრები ნახა.

იმედგაცრუება? მთელი ეს ხუთი წელი ხომ არაფრისთვის გასულა, თუ საბოლოოდ მაინც იპოვეს..

სითბო? ჯონგუკმა ხომ მის გამო გააკეთა ეს ყველაფერი?

თუ ტკივილი? რადგან მისმა საყვარელმა ადამიანმა არც კი იფიქრა რა შეიძლებოდა ეგრძნო თეჰიონს. არ იფიქრა იმაზე, რომ შესაძლოა რაღაც მიზეზი ყოფილიყო რის გამოც ბიჭი ხუთი წელი იმალებოდა.

არ იცოდა რომელი გრძნობა აერჩია, ამიტომ თეჰიონი უბრალოდ ყველაფერს ერთად გრძნობდა. ყველა დადებითს და უარყოფითს ერთად მოეყარა მის მთელ სხეულში თავი და მასში მძვინვარე შტორმს იწვევდა.
გამანადგურებელ, დაუსრულებელ შტორმს..

თეჰიონი არც მაშინ განძრეულა როცა ჰოსოკმა და ჯიმინმა კიბეები ამოირბინეს და მაგრად ჩაიხუტეს გულში.

არც მაშინ, როცა მასზე მიკრულები ჩურჩულებდნენ თუ როგორ ენატრებოდათ თავიანთი საუკეთესო მეგობარი, ერთადერთი და შეუცვლელი არანორმალური ხელოვანი.

არც მაშინ უთქვამს რამე, როცა ჯიმინმა ქვითინი დაიწყო და მკერდზე მუშტები დაუშინა იმის გამო, რომ ხუთი წელი მათგან შორს იყო.

არც მაშინ, როცა ჯონგუკმა ბიჭი გულმკერდზე აიკრო და სტუმრებს შიგნით შეუძღვა.

არა, არ განძრეულა.
ერთადერთი, რასაც ქერა მხატვარი აკეთებდა, ეს ემოციებისგან დაცლა იყო. ჰო, ის საკუთარ გრძნობებს ცრემლებად ფანტავდა და ბოლომდე ცდილობდა ყველა მათგანი კარგად შეეგრძნო, არასდროს დავიწყებოდა.

როგორც კი სავარძელზე მოთავსდნენ, ჰოსოკი ისევ მაგრად გადაეხვია, გუკი კი სამზარეულოში გავიდა, რომ ბიჭებისთვის ჭიქა წყალი მიეტანა.

"ჯანდაბა თეჰიონ, აღარ დაგკარგავთ! როგორ..  აჰჰ! სისულელე რომ გააკეთე ხვდები ხომ? ის წერილი.. როცა წერილი ვიპოვეთ ყველანი გავნადგურდით, შენი მშობლები ვერ ეგუებოდნენ შენს წასვლას.. გეფიცები იმ ფურცელზე სისულელეების გარდა არაფერი გეწერა.. როგორ იფიქრე, რომ თუ წახვიდოდი უკეთესად ვიქნებოდით? ამით ტკივილს აგვარიდებდი? ეს უფრო საშინელი იყო თეჰიონ! ჩვენ ბოლომდე უნდა ვიყოთ შენთან! წლები რომლებიც დაგრჩა ჩვენთან ერთ-"

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now