[5]

2.1K 234 153
                                    



მბრწყინავი სახე, მანათობელი ღიმილი და თვალებში მოთამაშე ბედნიერების ჭინკები იყო ის, რაც იმ დილით გამოარჩევდა ჯონგუკს დანარჩენი ადამიანებისგან ქუჩაში.

თითქოს ყველა დანარჩენი ნაცრისფერი იყო, ფოტოგრაფი კი ანათებდა. ანათებდა სხვა და სხვა ფერებად, რომელიც თეჰიონმა შთაჰბერა მის სულს.

ქერა მხატვრის გახსენებაზე მისი ღიმილი უფრო დიდდება.

მის ფუმფულა ტუჩებზე ფიქრდება ფოტოგრაფი. როგორ  არაამქვეყნიერად და უნაკლოდ იგრძნობოდნენ ისინი ჯონგუკის თხელ ბაგეებზე. როგორი ნაზი იყო თავად ის, როგორი დაუცველი. თეჰიონი ჯონგუკს ანტიკურ ნივთს აგონებდა. უძვირფასესი იყო, ნაზი და მოფრთხილება სჭირდებოდა, რომ არ გატეხილიყო.

"გამარჯობა ჯინ" მხიარულად იძახის და მისაღებიდან პირდაპირ სამზარეულოში გადის.

მეგობრები დაპროგნოზებულებივით მიჰყვებიან უკან და ბიჭს ისე მისჩერებიან თითქოს და უცხოპლანეტელს უყურებენო.

ფოტოგრაფი ნელა ისხამს წვენს და მშვიდად ტრიალდება სამი დაბნეული მეგობრისკენ.

"რა?" აუღელვებლად კითხულობს და წვენი ტუჩებთან მიაქვს

"რამე ცუდი მოხდა?" ნერვიულად კითხულობს ჯინი

"არა, უბრალოდ თქვენს სანახავად მოვედი, ამ დროს ხომ ვიკრიბებით ხოლმე, არა?"

"ბავშვო, როდის აქეთ გახსენდებით? წამლის მოქმედების ქვეშ ხარ?" წარბებს კრავს იუნგი რაზეც გუკი თვალებს ატრიალებს და კლავ მისაღებში მიიწევს თავისი წვენით

"ისე ნუ მოიქცევით რომ აქ მოსვლა ვინანო" იღრინება და საკუთარ თავს დივანზე ისვრის

"აშკარად თეჰიონის ნამოქმედარია"

"ჰო. იმ ბავშვმა რაღაც გაუკეთა, აბა ისე არ გაგვიხსენებდა" თავის ქნევით ეთანხმება იუნგი ნამჯუნს

"ის რა შუაშია" ნერვიულად ჩაიცინა გუკმა და წვენი კიდევ ერთხელ მოსვა

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now