[14]

1.6K 186 202
                                    

Trigger  warning ^^
ანუ ემოციური თავია და დაგერხათ, ჰეჰე😇

________________________

Taehyung's pov

"დღეს ჯიმინს ვეტყვი, რომ პაემანზე ვერ წავიყვან, რადგან შეყვარებული მყავს" ღიმილით ამბობს გუკი, როცა ჩემს სამზარეულოში ახალგაღვიძებულები ვსხდებით საჭმელად.

"რა? აჰ.. თუ გინდა-"

"თე, არ დაიწყო" თვალებს ატრიალებს "მისი პაემანზე წაყვანა არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, კარგი?" ხელს ხელზე მიჭერს და მეც პატარა ღიმილით ვუქნევ თავს.

ახლა როცა, ჯონგუკმა სიყვარული ამიხსნა და ერთად ყოფნა შემომთავაზა, ვერანაირად ვეღარ შევძლებ მისთვის ყველაფრის დამალვას.. რაც შეიძლება მალე უნდა ვუთხრა.. თუ ჯობს სამუდამოდ დავუმალო? ჯანდაბა! უბრალოდ არ მინდა, რომ ის ოდესმე ნატკენი ვნახო.. არ მინდა ვატკინო.. არ მინდა.

"პატარავ, კარგად ხარ?" თავს დაბლა ხრის, რომ ქვემოდან თვალებში ამომხედოს, რაზეც ხმადაბლა ვხითხითებ და თავს ვუქნევ.

"არ დაგავიწყდეს, რომ დღეს ისევ ჯინთან მივდივართ" გამოტენილი პირით ამოთქვამს.

უეცრად ადგილზე ვშეშდბი და ნერწყვს გაძნელებით ვყლაპავ.

"გუკ, სადღაც უნდა შევიარო დღეს.. იქნებ ჩემს გარეშე წახვიდე? და მეც პირდაპირ იქ მოვალ" ნერვიულად ამოვთქვამ და თითებით თამაშობს

"მჰმ.. მეც წამოგყვები თუ გინდა" მიღიმის რაზეც სწრაფად ვაქნევ თავს.

"არა, შენ წადი ბავშვებთან და მეც მალე მოვალ" სახეზე ღიმილს ვიკრავ და ისიც ღიმილითვე მიქნევს თავს.

ოჰ, როგორ არ მინდა, რომ მისი მოტყუება მიწევდეს, მაგრამ ვერ ვეტყვი, რომ ექიმთან მივდივარ..

jungkook's pov

"მიყვარხარ" ვლუღლუღებ და ჩემს ტუჩებს თეჰიონისას ვაწებებ, ისიც ტკბილად მკოცნის და დიდზე მიღიმის.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now