[6]

1.8K 234 69
                                    


პარკში მხოლოდ მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა. თითქოს ხეებიც კი დაჩუმდნენ ცოტა ხნით, რომ ფოტოგრაფისთვის ფიქრის დრო მიეცათ.

საითკენ აღარ გარბოდა მისი გონება, რომელ ზღუდეს აღარ ეხეთქებოდა მისი არეული ფიქრები.
ალბათ როგორ ძლიერ ნატრობდნენ ამ ზღუდეების განგრევას არა?

ციოდა.

ფოტოგრაფი არაფერს აქცევდა ყურადღებას, მშვიდი ტემპით მისეირნობდა დაცარიელებულ ბილიკებზე, თუმცა მის გონებაზე მშვიდს ნამდვილად ვერ ვიტყოდით.

არ იცოდა რომელი საათი იყო, არც აინტერესებდა.

თეჰიონი მართალი იყო. რა მნიშვნელობა აქვს საათს? ახლა რომც დაეხედა თავის ძვირადღირებულ მაჯის საათზე, მაინც არაფერი შეიცლებოდა.
დრო არც თეჰიონს დააბრუნებდა უკან და არც მის დარდებს გააქარწყლებდა, არც უპასუხო კითხვებს გასცემდა პასუხს.
დარწმუნებული იყო, რომ მალე გათენდებოდა, თუმცა არც ეს აღელვებდა დიდად.

ფოტოგრაფმა არმრეზით შეათვალიერა მის ხელზე მოქცეული ნივთი. ვერცხლის მეტალი თითქოს კანს უწვავდა, ნემსებს ასობდა მთელ კანში და სულს უკაწრავდა.

ბიჭმა ხმადაბლა ამოიგმინა და წამის მეასედში ძვირადღირებული საათი უკვე ბილიკის რომელიღაც ბნელ კუნჭულში იყო მიგდებული, მარტოსულად და მიტოვებულად.
რა ირონიულია, სწორედ ასე გრძნობდა ჯონგუკი ახლა თავს.

ბიჭმა სიმწრის ღიმილით გააქნია თავი და ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაიწყო.

სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ ბედნიერებისგან ბრწყინავდა, საყვარელი ადამიანი კი მკლავებში ჰყავდა მოქცეული.
ახლა?
ახლა მხოლოდ პასუხგაუცემელი კითხვებიღა შერჩენოდა..

რა უნდა გაეკეთებინა?

ნოემბრის ცივი ნიავი თითქოს განგებ ეხეთქებოდა სახეში და მწარე გარტყმებით მის გამოფხიზლებას ცდილობდა.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now