[16]

1.6K 180 99
                                    


"პატარავ, ფეხს თუ არ გამოადგავ გეფიცები აქედან ხელში აყვანილი გაგიყვან" დუდღუნებს ჯონგუკი და პალატაში მოსიარულე თეჰიონს აჩერდება.

ქერა ნელა ტრიალდება შეყვარებულისკენ და სახეზე ეშმაკურ ღიმილს იკრავს.

"უარს არ ვიტყოდი" გამომწვევად ამოთქვამს, მხრებს იჩეჩს და კვლავ ნივთების მოგროვებას აგრძელებს. აღარც კი ახსოვს ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის იყო. ალბათ არასდროს, გუკი განსაკუთრებულად, არარსებულად ბედნიერს ხდის.

"ჰეი!" ბიჭის ტუჩებს პატარა ყვირილი სწყდებათ როცა წამის მეასედში ძლიერი მკლავები ეხვევა სხეულზე და ჰაერში იტაცებს.
"რა? გუკ.. რა-"

"ხომ თქვი, რომ უარს არ იტყოდი?" მხრების ჩეჩვით ამოთქვამს უმცროსი, ქერას ნივთებს სწრაფად იღებს და პალატას ტოვებს.

"არა! გუკ დამსვი! სულელო დერეფანი სავსეა ხალხით!" აწითლებული თეჰიონი სუსტად ურტყამს მუშტს ბიჭის მკერდს და როდესაც მათზე მიშტერებულ თვალებს ამჩნევს სახეს მის ყელში მალავს.

"ვერ გიტან" ისე ჩურჩლებს, რომ უკან ოდნავადაც არ იწევა და კანზე მოხახუნე მისი რბილი ტუჩები ჯონგუკს სხეულს უხურებს.

ცოტა ხანში თეჰიონი ცივ ჰაერს გრძნობს ტანზე და თავს მაღლა სწევს, მხოლოდ იმისთვის, რომ კიბეებთან ატუზულ მათი სამეგობროს ეშმაკურ მზერებს შეეჩეხოს და კვლავ საჩქაროდ ჩაიმალოს.

"გუკი დროს არ კარგავს" გამომწვევად იძახის იუნგი და ხელს ჯიმინის წელზე აცურებს, რის გამოც უმცროსი ოდნავ ხტება და ლოყები ეფაკლება.

"წავედით? თე დაღლილია" მზრუნველი ტონით ამოთქვამს ჯონგუკი და თეჰიონს გულში სითბო ეღვრება.
ყველაფრის შემდეგ, გუკი მასთან იყო, მთლიანად მისი იყო.. არ სჯეროდა..
ნუთუ მისთვისაც იყო ამ ქვეყნად ბედნიერება?

***

მანქანას თეჰიონის სახლთან აჩერებენ. თეჰიონს და ჯიმინს გუკის და იუნგის კალთებში მოუწიათ გადანაწილება,მაგრამ არც ერთი ღელავდა. ერთადერთი რის გამოც ყველა ნერვიულობდა, ეს იყო დაძაბულობა თეჰიონსა და ჯიმინს შორის.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now