[1]

3.6K 340 132
                                    

ცხოვრება მეტად საინტერესო რამაა, მის სიუჟეტში გაერთიანებულია კომედია, ლირიკა, დრამა და სხვა მრავალი ჟანრი რომელიც მთლიანობაში ერთ მთელ, სრულ ისტორიას ქმნის.

ზოგჯერ ჩვენი ისტორია არაა ისეთი როგორზეც ვოცნებობთ, თუმცა განა შეგვიძლია იმის შეცვლა რაც უკვე გადაწყვეტილია?
განა რომელიმე წიგნის პერსონაჟი არ შეცვლიდა თავის ცხოვრებას რომ შესძლებოდა? განა მარტინ იდენი არ მოისურვებდა ყალბის მაგიერ ნამდვილი სიყვარულის პოვნას? განა ჯეინ ეარი ან ანა კარენინა თავიანთ მწარე ცხოვრებას არ შეცვლიდნენ რომ შესძლებოდათ? მაგრამ არ შეეძლოთ, არც არავის შეუძლია.
***

ჯონ ჯონგუკი ოცი წლის, ახალგაზრდა, გენიოსი ფოტოგრაფი იყო, არც სამუშაოს არქონას უჩიოდა, არც ფულს, არც სახლს და არც მეგობრებს.
ყველაფერი ჰქონდა რაც კი ოდესმე სურდა.
თუმცა ვერ კმაყოფილდებოდა, მაინც აკლდა რაღაც, რაღაც რაც მის ცხოვრებას უნაკლოს გახდიდა.
ამისკენ ილტვოდა ახალგაზრდა ფოტოგრაფი.
უნაკლოებისკენ.

საათობით სეირნობდა ქუჩებში და ყველაფერს აკვირდებოდა.
კაფეებს, ხეებს, ადამიანებს შინაური ცხოველებით, ველოსიპედებს, მანქანებს, შენობებს.. ყველაფერს.. თუმცა იყო რაღაც, რასაც მუდამ აიგნორებდა.

კიმ თეჰიონი ჯონგუკისგან სრულიად განსხვავდებოდა.
22 წლის მხატვარი უნაკლოებისკენ არ ილტვოდა, მას მიაჩნდა, რომ ცხოვრება თავისი ნაკლებითა და პლიუსებით იყო ის, რითიც ადამიანს ბოლომდე უნდა ესიამოვნა და ისედაც ხანმოკლე ცხოვრება უნაკლოების ძებნაში არ უნდა გაეხარჯა. თეჰიონს უყვარდა ცხოვრება, უყვარდა ყოველი წამი რომლის დროსაც სუნთქავდა და არსებობდა. ბედნიერი იყო და ამისთვის არაფერი სჭირდებოდა, ის ცხოვრებისგან საუკეთესოს მიღებას ცდილობდა.

უყვარდა ფეხით სიარული და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან თავს რაღაც დიდის ნაწილად თვლიდა. არ უყვარდა მანქანები და არასდროს მგზავრობდა მისი თქმით "მარტოსული მოსიარულე ჯართით".

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now